კობრი
From Wikipedia, the free encyclopedia
კობრი, გოჭა (ლათ. Cyprinus carpio) — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. მისი სიგრძე 1 მ აღწევს, მისი მასა 12 კგ, ზოგჯერ მეტსაც. ბინადრობს ხმელთაშუა, შავ, კასპიის, არალის ზღვებში, წყნარი ოკეანის აუზის და აღმოსავლეთ აზიის მდინერეებსა და ტბებში. საქართველოში გვხვდება ბევრ მდინარეში, ტბაში და წყალსაცავში. სელექციით მისგან გამოყვანილია მრავალი ჯიში, რომელთაგან საქართველოში შემოყვანილია სარკისებრი კობრი. იკვებება უხერხემლო ცხოველებით და მცენარეებით. მრავლდება 2-5 წლისა. ნაყოფიერება აღწევს 1,5 მლნ. ქვირითს, ტოფობს ზაფხულში. ძვირფასი სარეწაო თევზია. იყენებენ ნედლად, დამარილებულს, დაკონსერვებულს და სხვა.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოჭა (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები კობრი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
კობრი | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
| ||||||||
ლათინური სახელი | ||||||||
Cyprinus carpio | ||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||
მოწყვლადი IUCN 3.1 Vulnerable : 6181 | ||||||||
|
დახურვა