კიროვის რაიონი (ლენინგრადის ოლქი)
From Wikipedia, the free encyclopedia
კიროვის რაიონი (რუს. Кировский район) — ადმინისტრაციული ერთეული ლენინგრადის ოლქში, რუსეთი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი კიროვსკი. რაიონის ფართობია 2590.5 კმ², რაც ლენინგრადის ოლქის საერთო ფართობის 3,08 %-ია. აღმოსავლეთით — ვოლხოვის, სამხრეთ-აღმოსავლეთით — კირიშის, სამხრეთ-დასავლეთით — ტოსნოს და ჩრდილო-დასავლეთით კი ვსევოლოჟსკის რაიონები ესაზღვრება. ასევე დასავლეთით ფედერალური მნიშვნელობის ქალაქი — სანქტ-პეტერბურგი, ხოლო ჩრდილოეთით — ლადოგის ტბა ესაზღვრება.
სწრაფი ფაქტები მუნიციპალური რაიონი, ქვეყანა ...
მუნიციპალური რაიონი | |||||
---|---|---|---|---|---|
კიროვის რაიონი Кировский район | |||||
| |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
ადმ. ცენტრი | კიროვსკი[1] | ||||
შიდა დაყოფა | Otradnenskoye urban settlement[1] , Sinyavinskoye urban settlement[1] , Shlisselburgskoye urban settlement[1] , Kirovskoye urban settlement[1] , Mginskoye urban settlement[1] , Naziyevskoye urban settlement[1] , Pavlovskoye urban settlement[1] , Priladozhskoye urban settlement[1] , Putilovskoye rural settlement[1] , Sukhovskoye rural settlement[1] და Shumskoye rural settlement[1] | ||||
კოორდინატები | 59°52′26″ ჩ. გ. 31°00′15″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 1 აპრილი, 1977 | ||||
ფართობი | 2590.5 კმ² | ||||
მოსახლეობა | 101 353 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 39.12 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა | რუსები | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 81362 | ||||
ოფიციალური საიტი | kirovsk-reg.ru | ||||
დახურვა
კიროვის რაიონის ტერიტორიაზე კლიმატი ზომიერი კონტინენტური და ნესტიანია. იანვრის საშუალო ტემპერატურა -7,7 °C, ხოლო ივლისის +17,7 °C-ია. რაიონში მოიპოვება ხრეში, ქვიშა, თიხა, კაოლინი და სხვა. მათ დასამუშავებლად ფუნქციონირებს რამდენიმე საწარმო.