From Wikipedia, the free encyclopedia
კირენა (ბერძ. Κυρήνη) — ანტიკური ბერძნული კოლონია თანამედროვე ლიბიის ტერიტორიაზე, ქალაქ შაჰატის ადგილას. იგი წარმოადგენდა რეგიონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბერძნულ ქალაქს სულ არსებული ხუთი ქალაქიდან. მისგან მომდინარეობს აღმოსავლეთ ლიბიის კლასიკური სახელწოდება კირენაიკა, რომელიც მას დღემდე შემორჩა.
კირენის არქეოლოგიური ძეგლი* | ||
---|---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | ||
ქვეყანა | ლიბია | |
ტიპი | კულტურული | |
კრიტერიუმები | ii, iii, vi | |
სია | ||
რეგიონი** | არაბული ქვეყნები | |
კოორდინატები | 32°49′00″ ჩ. გ. 21°51′00″ ა. გ. | |
გაწევრიანების ისტორია | ||
გაწევრიანება | 1982 (მე-6 სესია) | |
ნომერი | 190 | |
საფრთხის ქვეშ | 2016 | - |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 190 ინგლ. • რუს. • ფრ. |
კირენა მდებარეობდა წყლით უზრუნველყოფილ ხეობაში, ჯებელ-ახდარის პლატოზე. ქალაქმა სახელი მიიღო ნაკადულ კირესგან, რომელსაც ბერძნები აპოლონს უძღვნიდნენ. კირენა იყო კირენაიკის რეგიონის ცენტრი, ამავე დროს სახელგანთქმული ფილოსიფიის სკოლით, რომელიც ძვ. წ. III საუკუნეშე სოკრატეს მოსწავლემ, არისტიპმა დააარსა. ზედმეტსახელად ქალაქს „აფრიკის ათენს" უწოდებდნენ.[1][2][3][4]
კირენა ძვ. წ. 630 წელს, როგორც დასახლება დააარსეს ბერძენმა კოლონისტებმა კუნძულ თჰერადან (თანამედროვე სანტორინი). მისი დაარსების დეტალები აღწერილი აქვს ჰეროდოტეს, თავის ისტორიის IV წიგნში. ის სწრაფად გახდა ანტიკური ლიბიის მთავარი ქალაქი და დაამყარა სავაჭრო ურთიერთობები ბერძნულ ქალაქებთან. განვითარების მწვერვალს ძვ. წ. V საუკუნეში მიაღწია, როდესაც მას საკუთარი მეფე ჰყავდა. ძვ. წ. 460 წელს ის რესპუბლიკა ხდება. ძვ. წ. 413 წელს, პელოპონესის ომების მიმდინარეობისას, კირენამ სპარტელებს ორი ტრირემა (ნავი) და საზღვაო პილოტი მიაწოდა.[5] ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ (ძვ. წ. 323), კირენის რესპუბლიკა პტოლემეების დინასტიას დაემორჩილა. ძვ. წ. 96 წელს კი ის რომის იმპერიის ტერიტორია გახდა, რომელიც ძვ. წ. 74 წელს ფორმალურად რომის ერთ-ერთ პროვინციად გაფორმდა.
1982 წლიდან, კირენას ნაქალაქარი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.