კირაკოს განძაკეცი
From Wikipedia, the free encyclopedia
კირაკოს განძაკეცი (სომხ. Կիրակոս Գանձակեցի) (დ. 1201/1203 — გ. 1271) ასევე ცნობილი, როგორც კირაკოს განძაკელი — XIII საუკუნის სომეხი ისტორიკოსი[1]. „სომხეთის ისტორიის“ ავტორი[2]. კირაკოს განძაკეცის თხზულება სომხეთში, აგრეთვე მომიჯნავე ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში მონღოლთა ბატონობის ისტორიის უმნიშვნელოვანესი წყაროა.