კილოვატ-საათი
From Wikipedia, the free encyclopedia
კილოვატ-საათი (აღნიშვნა: კვტ·სთ, kW·h) — ენერგიის სისტემგარეშე საზომი ერთეული. გამოიყენება სახალხო მეურნეობაში მოხმარებული ელექტროენერგიისა (ელექტრული ენერგიის მრიცხველების გამოყენებით) და ელექტროენერგეტიკაში — წარმოებული ელექტროენერგიის გასაზომად.
- ყურადღება!
ეს სტატია ენერგიას ეხება. სიმძლავრის შესახებ იხილეთ ვატი. |
ენერგიის აღნიშნული საზომი ერთეულის სიდიდე შეიძლება ჩაიწეროს მხოლოდ „კვტ-სთ“ ან „კვტ·სთ“ ფორმატში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში „კვტ/სთ“, რაც შეუსაბამოა და შეცდომაა!
1 კილოვატ-საათი შეესაბამება 1 კილოვატიანი ელექტრომოწყობილობის მიერ 1 საათის მუშაობის დროს დახარჯული (წარმოებული) ენერგიის რაოდენობას.
მაგალითად:
- 2 კვტ სიმძლავრის ელექტროქურა 15 წუთში სითბოდ გადაქცეული მოხმარებული ელექტროენერგია უდრის 2 კვტ × 0.25 სთ = 0.5 კვტ⋅სთ.