From Wikipedia, the free encyclopedia
კილდერი (ინგლ. Kildare; ირლ. Contae Chill Dara) — საგრაფო ირლანდიის აღმოსავლეთით. შედის ლენსტერის პროვინციის შემადგენლობაში. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი — ნეისი. მოსახლეობა — 209,955 ადამიანი (მე-7 ადგილი საგრაფოებს შორის; 2011 წლის მონაცემები).
საგრაფო | |||
---|---|---|---|
კილდერი County Kildare, Contae Chill Dara | |||
| |||
ქვეყანა | ირლანდია | ||
ადმ. ცენტრი | ნეისი | ||
შიდა დაყოფა | Athy, Kildare–Newbridge, Naas, Celbridge–Leixlip და Maynooth | ||
კოორდინატები | 53°12′00″ ჩ. გ. 6°48′00″ დ. გ. | ||
ფართობი | 1693 კმ² | ||
სალაპარაკო ენები | ინგლისური, ირლანდიური | ||
მოსახლეობა | 209,955 კაცი (2011) | ||
სიმჭიდროვე | 96,8 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC±00:00 | ||
საავტომობილო კოდი | KE | ||
ოფიციალური საიტი | kildare.ie/countycouncil/index.html | ||
საგრაფოს ფართობია 1693 კმ2. ამ მაჩვენებლით ის იკავებს 24-ე ადგილს 32 ირლანდიურ საგრაფოს შორის. ლენსტერის 12 საგრაფოს შორის ის მერვეა ფართობით და მეორე — მოსახლეობით. კილდერი ესაზღვრება კარლოუს საგრაფოს სამხრეთით, ლიშისა და ოფალის საგრაფოებს დასაველთით, მითის საგრაფოს ჩრდილოეთით, დუბლინსა და უიკლოუს საგრაფოს კი — აღმოსავლეთით.
საგრაფოში გადის სამი დიდი მდინარე: ბაროუ, ლიფი და ბოინი.
ალენის ჭაობის — ირლანდიის უდიდესი ჭაობის — დიდი ნაწილი, 243 კმ2, მდებარეობს კილდერის საგრაფოს ტერიტორიაზე (მოიცავს ტერიტორიის 14%-ს). ეს ჭაობი ასევე იჭიმება მითის, ოფალის, ლიშისა და უესტმითის საგრაფოების ტერიტორიებზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.