From Wikipedia, the free encyclopedia
კენტერბერი (ინგლ. Canterbury Region) — ახალი ზელანდიის ერთ-ერთი ადმინისტრაციული რეგიონი. მდებარეობს სამხრეთ კუნძულზე. ძირითადად შედგება კენტერბერის ვაკეებისა და გარსშემორტყმული მთებისგან. მთავარი ქალაქია კრაისტჩერჩი, სადაც განთავსებულია რეგიონული საბჭოს ადმინისტრაცია. ფუნქციონირებს კენტერბერის უნივერსიტეტი.
რეგიონი | |
---|---|
კენტერბერის რეგიონი ინგლ. Canterbury Region | |
ქვეყანა | ახალი ზელანდია |
ადმ. ცენტრი | კრაისტჩერჩი |
შიდა დაყოფა | Hurunui District, Waimakariri District, Christchurch City, Selwyn District, Ashburton District, Timaru District, Mackenzie District, Waimate District, Waitaki District და Kaikōura District |
კოორდინატები | 43°36′00″ ს. გ. 172°00′00″ ა. გ. |
მმართველი | Margaret Bazley |
ფართობი | 45 346 კმ² |
მოსახლეობა | 539 436 კაცი (2013) |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+12:00]] |
რეგიონის ფართობია 45 346 კმ², მდებარეობს სამხრეთ კუნძულის ცენტრალურ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება მარლბოროს რეგიონი, დასავლეთით უესტ-კოსტის, სამხრეთით კი ოტაგოს რეგიონები. აღმოსავლეთით გადის წყნარ ოკეანეზე. სამხრეთით გადაჭიმულია სამხრეთ ალპები.
2013 წლის მონაცემებით, კენტერბერის მოსახლეობა 539 436 ადამიანს შეადგენს და იგი ქვეყნის მეორე ყველაზე ხალხმრავალი რეგიონია ოკლენდის შემდეგ. მთავარი დასახლებული ცენტრია ქალაქი კრაისტჩერჩი.
კენტერბერის რეგიონის ეკონომიკა დივერსიფიცირებულია სოფლის მეურნოებას, მრეწველობას, მეთევზეობას, მეტყევეობასა და ტურიზმს შორის. ასევე მნიშვნელოვანია ისეთი ენერგორესურსები, როგორებიცაა ქვანახშირი და ჰიდროენერგია.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.