From Wikipedia, the free encyclopedia
კენდრიკ ლამარ დაკუორთი (დ. 1987 წლის 17 ივნისს) — ამერიკელი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი კომპტონიდან, კალიფორნიიდან.[1] 2004 წელს ლამარმა კონტრაქტი გააფორმა კარსონულდამოუკიდებელ ხმის ჩამწერ კომპანია Top Dawg Entertainment-თან (TDE). 2012 წელს ლამარმა კონტრაქტი ისეთ დიდ ჩამწერ კომპანიებთან მოიპოვა, როგორებიცაა Aftermath Entertainment და Interscope Records. სოლო კარიერის გარდა, ლამარი ასევე ცნობილია, როგორც დასავლეთ სანაპიროს ჰიპ-ჰოპ სუპერჯგუფის, Black Hippy-ს წევრი. ჯგუფის შემადგენლობაში ასევე შედიან მისი TDE ლეიბლის წევრები და სამხრეთ ლოს-ანჯელესელი რეპერები Ab-Soul, Jay Rock და Schoolboy Q.[2]
კენდრიკ ლამარი | |
---|---|
კენდრიკ ლამარი, პულიცერის პრემია 2018 | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | კენდრიკ ლამარ დაკუორთი |
აგრეთვე ცნობილი როგორც |
|
დაბ. თარიღი | 17 ივნისი, 1987 |
დაბ. ადგილი | კომპტონი, კალიფორნია, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | ჰიპ-ჰოპი |
საქმიანობა |
|
აქტიური | 2003-დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
|
საიტი | oklama.com |
კენდრიკ ლამარი ვიკისაწყობში |
ლამარმა თავისი მუსიკალური კარიერა მოზარდობისას, მეტსახელით K-Dot წამოიწყო და მიქს-ფირი გამოუშვა, რომელმაც ადგილობრივი ყურადღება მოუტანა. დიდი წარმატება 2010 წელს, თავისი პირველი გასაყიდი ჩანაწერის, Overly Dedicated-ის გამოშვების შემდეგ მოიპოვა. მომდევნო წელს iTunes-ში ექსკლუზიურად გამოუშვა Section.80, პირველი დამოუკიდებელი ალბომი. ალბომმა კრიტიკოსებისგან მოწონება დაიმსახურა და ჩარტებში მაშინვე წლის ერთ-ერთ საუკეთესო ციფრულ ჰიპ-ჰიპ გამოშვებად იქცა.[3] ალბომმა ლამარს პირველი სინგლი, "HiiiPoWeR" მოუტანა. თავის ადრეულ კარიერაში, პირველ დიდი ხმის ჩამწერი კოპმანიის სადებიუტო ალბომამდე, ლამარმა ბევრი ინტერნეტ მიმდევარი მოაგროვა და უკვე ნამუშევარი ჰქონდა ჰიპ-ჰიპ ინდუსტრიაში რამდენიმე გამოჩენილ შემსრულებელთან, როგორიცაა The Game, სნუპ დოგი, Wiz Khalifa, Drake, Talib Kweli, ბასტა რაიმზი, E-40, უორენ ჯი, ლილ უეინი და სხვანი.
წამყვან ლეიბლზე ლამარის პირველი სადებიუტო ალბომი, good kid, m.A.A.d city გამოვიდა 2012 წლის ოქტომბერში და საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. ალბომი შეიცავდა ტოპ 40-ში მოხვედრილ ჰიტებს "Swimming Pools (Drank)", "Bitch, Don't Kill My Vibe" და "Poetic Justice". გამოშვებისას, ალბომმა შეერთებული შტატების Billboard 200-ის ჩარტში მეორე ადგილს მიაღწია და მოგვიანებით ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან (RIAA) პლატინის სერტიფიკატი მიიღო. გრემის 56-ე დაჯილდოებაზე (2014) ლამარი შვიდ ნომინაციაში იყო წარდგენილი, მათ შორის საუკეთესო ახალი მომღერლის, წლის ალბომის და საუკეთესო რეპ სიმღერის კატეგორიებში. ერთი წლის შემდეგ, გრემის 57-ე დაჯილდოებაზე (2015) ლამარმა სინგლისთვის, "i" საუკეთესო რეპ შესრულების და საუკეთესო რეპ სიმღერის ჯილდო მოიპოვა. 2015 წლის მარტს ლამარმა მესამე ალბომი გამოუშვა, სახელწოდებით To Pimp a Butterfly, რომელმაც ფართო აღიარება მოიპოვა. ალბომმა ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში და გაერთიანებულ სამეფოში, ჩარტებში პირველ ადგილამდე მიაღწია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.