From Wikipedia, the free encyclopedia
კედირი — ფეოდალური სახელმწიფო კუნძულ იავის აღმოსავლეთ ნაწილში. არსებობდა 1045-1222 წლებში. ჩამოყალიბდა მატარამის სხელმწიფოს დაშლის შედეგად და დაიკავა მისი დასავლეთი ტერიტორიები, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოყალიბდა ჯანგალა, რომელიც მოგვიანებით, 1135 წელს შევიდა კედირის შემადგენლობაში. ამ ფაქტის შედეგად ჩამოყალიბდა შუა საუკუნეების უმსხვილესი სახელმწიფოებრივი ფორმირება ინდონეზიაში. სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა 1222 წელს და მის ადგილზე ჩამოყალიბდა სინგასარის სამეფო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.