From Wikipedia, the free encyclopedia
კებნეკაისე (შვედ. Kebnekaise) — შვედეთის უმაღლესი მწვერვალი. მდებარეობს სკანდინავიის მთებში.[1] მოქცეულია ლაპლანდიის ტერიტორიაზე, არქტიკული წრის ჩრდილოეთით დაახლოებით 150 კმ-ზე, ქალაქ კირუნიდან დასავლეთით. აგებულია გაბროთი და კვარცული სიენიტებით. აქვს ორი მწვერვალი — სამხრეთი (2097.5 მ), რომელიც მყინვარითაა დაფარული და ჩრდილოეთი (2096.8 მ), რომელიც ყინულისგან თავისუფალია.[2] მყინვარები ამჟამად გადნობის ტენდენციას იჩენენ, რის გამოც მისი სიმაღლე მუდამ იცვლება. რამდენიმე ათწლეულის წინ მისი სიმაღლე განისაზღვრებოდა 2123 მ-ით. თუ მყინვარების გადნობა იმავე ტემპებით გაგრძელდება, სამხრეთი მწვერვალი დროთა განმავლობაში შესაძლოა ჩრდილოეთისაზე დაბალი გახდეს. კებნეკაისე პოპულარულია ტურისტული თავალსაზრისით. აქ გადის მრავალი ალპური მარშრუტი, მის ირგვლივაა აგრეთვე ქვეითი მარშრუტი — კუნგსლედენი. მწვერვალის ძირში განლაგებულია სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მაღალმთიანეთის პრობლემების შემსწავლელი სადგური.
კებნეკაისე | |
---|---|
კებნეკაისე | |
კოორდინატები: 67°54′00″ ჩ. გ. 18°31′00″ ა. გ. | |
ქვეყანა | შვედეთი |
სიმაღლე | 2097.5 მ |
შეფარდებითი სიმაღლე | 1750 მ |
იზოლაცია | 757 კმ |
ქედი | სკანდინავიის მთები |
პირველი ასვლა | 1883 (ჩარლზ რაბოტი) |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.