კახაბერ ვარდანისძე
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
კახაბერ ვარდანისძე, კახაბერ ვარდანის ძე — ქართველი დიდგვაროვანი, ვარდანისძეთა საგვარეულოს წარმომადგენელი, 1180-იანებში თამარ მეფის მეჭურჭლეთუხუცესი.
კახაბერ ვარდანისძე | |
საქართველოს სამეფო მეჭურჭლეთუხუცესი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
XII საუკუნის მეორე ნახევარი: დაახ. 1185 წლიდან – 1180-იანების ბოლომდე | |
მონარქი | თამარ მეფე |
წინამორბედი | ყუთლუ-არსლანი |
მემკვიდრე | აბულასანი |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | სახელმწიფო მოხელე, მეჭურჭლეთუხუცესი |
კახაბერ ვარდანისძეს მეჭურჭლეთუხუცესობა უბოძეს ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლისა და მისი გადაყენების შემდეგ. ამ თანამდებობაზე დაჰყო 1180-იანების ბოლომდე, ხოლო შემდეგ დაინიშნა აბულასანი.
თამარის ისტორიკოსი კახაბერ ვარდანისძეს, სხვა მოხელეებისაგან გამორჩევით, საგანგებოდ უწოდებს „დიდსა და გუარიან კაცს“. ვარდანისძეთა წარმოჩინებაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ ისისნი ლიხთ-იმერეთის ორ სხვა საგვარეულოსთან (საღირისძეებთან და ამანელისძეებთან) ერთად მონაწილეობდნენ თამარის კურთხევაში. მათ ჩააბარეს თამარს მთავარსარდლის ინსიგნია — ხმალი. დასავლეთ საქართველოს დიდგვარიანთა და, კერძოდ, ვარდანისძეთა დაწინაურებას სამეფო კარზე ხელი შეუწყო დემნა უფლისწულის აჯანყებამ (1177), რომელშიც უმთავრესად აღმოსავლეთ საქართველოს დიდგვარიანები მონაწილეობდნენ, ხოლო გიორგი რუსის აჯანყებამ, რომელშიც ძირითადად დასავლეთ საქართველოს დიდგვარიანები მონაწილეობდნენ, გამოიწვის ამ საგვარეულოთა დაქვეითება და სამეფო კარისაგან ჩამოცილება. XII საუკუნის 80-იანი წლებიდან XIII საუკუნის II ნახევრამდე ვარდანისძეთ აღარ ჰქონდათ სამეფო კარის უწყების გამგებლობა (უხუცესობა).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.