კატანდუანესი
From Wikipedia, the free encyclopedia
კატანდუანესი — ფილიპინების კუნძული პროვინცია, რომელიც მდებარეობს ლუსონის ბიკოლის რეგიონში. იგი არის ფილიპინების მე-12 კუნძული ფართობის მიხედვით. პკატანდუანესის დედაქალაქია ვირაკი. 2015 წლის მონაცემებით, პროვინციის მოსახლეობა 260 964 ადამიანს შეადგენს.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
კატანდუანესი | |||||
| |||||
ქვეყანა | ფილიპინები | ||||
შიდა დაყოფა | ბაგამანოკი, ბარასი (კატანდუანესი), ბატო (კატანდუანესი), კარამორანი, ხიგმოტო, პანდანი (კატანდუანესი), პანგანიბანი (კატანდუანესი), სან-ანდრესი (კატანდუანესი), სან-მიგელი (კატანდუანესი), ვიგა (კატანდუანესი) და ვირაკი (კატანდუანესი) | ||||
კოორდინატები | 13°50′00″ ჩ. გ. 124°15′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Joseph Cua | ||||
დაარსდა | 26 სექტემბერი, 1945 | ||||
ფართობი | 1492.16 კმ² | ||||
მოსახლეობა | 271 879 (1 მაისი, 2020)[1] | ||||
სატელეფონო კოდი | 52 | ||||
ოფიციალური საიტი | http://catanduanes.gov.ph/ | ||||
პროვინცია შედგება კატანდუანესის კუნძულის (მას ასევე ვირაკის კუნძულსაც ეძახიან), პანაის კუნძული, ლეტეს კუნძულის, პალუმბანესის კუნძულთა ჯგუფისა (პორონგპონგი, ტიგნობი და კალაბაჯიო) და ირგვლივ არსებული პატარ-პატარა კუნძულებისგან. პროვინცია ცნობილია მოლუსკების განამარხებული არქეოლოგიური ძეგლებით, რომელიც ფილიპინების ისტორიაში სიძველით მეორეა ამონიტების არქეოლოგიურ ძეგლებს შორის. აღმოჩენილი ამონიტების ზოგიერთი სახეობის ნახვა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონის გარდა არსადაა შესაძლებელი. მდიდარი გეოლოგიური ისტორიისა და პროვინციის მნიშვნელობის გამო მრავალი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კატანდუანესს დიდი შანსები აქვს იუნესკოს გლობალური გეოპარკების სიაში მოსახვედრად.[2]
კატანდუანესი 1900-იან წლებში ამბოს კამარინესის პროვინციის , ხოლო შემდეგ ალბაის პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა. კატანდუანესმა ალბაისგან პროვინციული ავტონომია კონგრესმენ ფრანცისკო პერფექტოს მიერ House Bill No. 301-ის შევსების შემდეგ მოიპოვა. ბილი 1945 წლის 26 სექტემბერს დაამტკიცეს და იმავე წლის 24 ოქტომბერს მას ხელი პრეზიდენტმა სერხიო ოსმენიამაც მოაწერა. 1947 წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ ალფონსო ვ. უსერო პირველი არჩეული გუბერნატორი გახდა.