ქალაქი შვედეთში From Wikipedia, the free encyclopedia
კარლსტადი (შვედ. Karlstad) — ქალაქი შვედეთში, ამავე სახელწოდების მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი და ვარმლანდის ლენის დედაქალაქი. 2010 წელს ქალაქის მოსახლეობა 61 685 ადამიანს შეადგენდა,[2] მუნიციპალიტეტის კი 84 885-ს.[3] კარლსტადში ფუნქციონირებს უნივერსიტეტი და საკათედრო ტაძარი.
ქალაქი | |
---|---|
კარლსტადი შვედ. Karlstad | |
ქვეყანა | შვედეთი |
კოორდინატები | 59°23′14″ ჩ. გ. 13°30′35″ ა. გ. |
ფართობი | 3043±0.5 ჰექტარი |
ცენტრის სიმაღლე | 64±1 მეტრი |
მოსახლეობა | 67 122 (31 დეკემბერი, 2020)[1] |
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 |
სატელეფონო კოდი | 054 |
საფოსტო ინდექსი | 65X XX |
ოფიციალური საიტი | http://www.karlstad.se |
ქალაქი გაშენებულია მდინარის დელტაზე, სადაც შვედეთის უგრძესი მდინარე კლარელვენი შვედეთის უდიდეს ტბას — ვენერნს ერთვის. აქვე მდებარეობს ქვეყნის სიდიდით მეორე ტბის პორტი.
კარლსტადი ხშირად ასოცირდება მზის სინათლესთან, მისი სიმბოლოც სწორედ მზეა. მართლაც, ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მზიანი ქალაქია.
ქალაქის უდიდეს კუნძულზე, შუა საუკუნეებში მდებარეობდა სათათბირო, რომელსაც ტინგვალას ეძახდნენ. აქ ასევე ფუნქციონირებდა ბაზრობა.
კარლსტადს ქალაქის სტატუსი 1584 წელს შვედმა ჰერცოგმა კარლმა მიანიჭა, რომელიც მოგვიანებით მეფე კარლ IX გახდა. სახელიც სწორედ ამ მეფიდან მომდინარეობს — კარლსტადი კარლის ქალაქს ნიშნავს. ჰერცოგმა ქალაქს ასევე უბოძა რეგიონის მმართველობის ფუნქცია და მნიშვნელოვანი რაოდენობის მიწები.
მანვე ქალაქში საკუთარი სასახლე ააშენა, რომელსაც კუნგსგარდენს უწოდებდნენ (მეფის მამული). 1724–1730 წელს კარლსტადში კრისტიან ჰალერმა კათედრალი ააშენა.
კარლსტადში დაიწყო თანამედროვე შვედეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პუტჩი. 1809 წლის 7 მარტის ღამეს, გენერალ-ლეიტენანტმა გეორგ ადლერსპარემ ვარმლანდში დაბანაკებული დასავლეთის არმია კარლსტადის ასაღებად გამოიყენა. ეს კამპანია რევოლუციად შეფასდა და 9 მარტს, მან თავის ჯარისკაცებთან ერთად დედაქალაქისკენ წარმატებული მსვლელობა წამოიწყო, რომელიც მეფე გუსტავ IV ადოლფის დამხობას ისახავდა მიზნად.[4]
კარლსტადის თავზე რამდენიმე დიდმა ხანძარმა გადაიარა. მათ შორის, 1865 წლის 2 ივლისის ხანძრისგან მხოლოდ კათედრალი და რამდენიმე სახლი გადარჩა. ამის შემდეგ, ქალაქი ორთოგონალური გეგმმით აღადგინეს, ხეებით შემოსაზღვრული ფართო ქუჩებით.
1905 წელს, კარლსტადში ხელი მოეწერა ნორვეგიისა და შვედეთის უნიის დაშლას.
მოსი (ნორვეგია) | |
ჰორსენსი (დანია) | |
ნოკია (ფინეთი) | |
ბლენდუოუსი (ისლანდია) | |
იგევა (ესტონეთი) | |
კარლოვეცი (ხორვატია) |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.