From Wikipedia, the free encyclopedia
კარლ II (გერმ. Karl II.; დ. 10 აპრილი, 1651, ჰაიდელბერგი, გერმანია — გ. 26 მაისი, 1685, ჰაიდელბერგი, გერმანია) — ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. პფალცის კურფიურსტი 1680-1685 წლებში. კურფიურსტ კარლ I ლუდვიგისა და ლანდგრაფინია შარლოტა ფონ ჰესენ-კასელის ვაჟი.
კარლ II | |
---|---|
პფალცის კურფიურსტი | |
მმართ. დასაწყისი: | 28 აგვისტო, 1680 |
მმართ. დასასრული: | 26 მაისი, 1685 |
წინამორბედი: | კარლ I ლუდვიგი |
მემკვიდრე: | ფილიპ ვილჰელმი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 10 აპრილი, 1651 |
დაბ. ადგილი: | ჰაიდელბერგი, გერმანია |
გარდ. თარიღი: | 26 მაისი, 1685, (34 წლის) |
გარდ. ადგილი: | ჰაიდელბერგი, გერმანია |
მეუღლე: | ვილჰელმინა ერნესტინა დანიელი |
დინასტია: | ვიტელსბახები |
მამა: | კარლ I, პფალცის კურფიურსტი |
დედა: | შარლოტა ფონ ჰესენ-კასელი |
რელიგია: | კალვინიზმი |
კარლი დაიბადა 1651 წლის 10 აპრილს ჰაიდელბერგში. იგი იყო პფალცის კურფიურსტ კარლ I ლუდვიგისა და მისი ცოლის, ლანდგრაფინია შარლოტა ფონ ჰესენ-კასელის პირველი შვილი. მისი ბავშვობა ოჯახური სკანდალებით იყო სავსე. მისი მეექვსე დაბადების დღიდან 4 დღეში, 1657 წლის 14 აპრილს მისი მშობლები განქორწინდნენ. მალევე მამამისი თავის საყვარელზე დაქორწინდა, თუმცა კარლის დედას სამეფო კარი არ დაუტოვებია და ვაჟის აღსაზრდელად ჰაიდელბერგში დარჩა. სამაგიეროდ, შარლოტამ თავისი ქალიშვილი ელიზაბეთ შარლოტა თავის მულთან, სოფიასთან გაუშვა ჰანოვერის კარზე, რათა იგი სამეფო კარზე არსებული სიტუაციისათვის გაერიდებინა.
1671 წელს თავისი მამიდის, ჰანოვერის დედოფალ სოფია პფალცელის ხელშეწყობით კარლი დაქორწინდა პრინცესა ვილჰელმინა ერნესტინა დანიელზე, დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ III-ისა და დედოფალ სოფია ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელის ქალიშვილზე, რომელიც იყო მეფე კრისტიან V-ის, ასევე დიდი ბრიტანეთის პრინც-კონსორტ ჯორჯისა და შვედეთის დედოფალ ულრიკა ელეონორას ღვიძლი და. მათი ქორწინება უიღბლო და უნაყოფო იყო.
1680 წლის 28 აგვისტოს, მამის გარდაცვალების შემდეგ კარლ II პფალცის ახალი კურფიურსტი ხდება. მისი ხანმოკლე მმართველობა არც ისე გლამურული იყო. კარლმა მთავარ მინისტრად თავისი მასწავლებელი დანიშნა, თავისი ნახევარ-ძმები სამეფო კარიდან გააძევა და თავისი დედა კასელიდან დააბრუნა, მისი ვალები დაფარა და წართმეული პრივილეგიებიც აღუდგინა. ცნობილია, რომ კარლი ღრმადმორწმუნე კალვინისტი იყო.
კარლ II 1685 წლის 26 მაისს, 34 წლის ასაკში უშვილოდ გარდაიცვალა. ამას მოჰყვა ომი პფალცის მემკვიდრეობისათვის, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ კარლის ნოიბურგელი ბიძაშვილები და მისი დის, ელიზაბეთ შარლოტას მაზლი, საფრანგეთის მეფე ლუი XIV. საბოლოოდ პფალცის ტახტი ნოიბურგელებს დარჩათ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.