From Wikipedia, the free encyclopedia
ფილიპ ვილჰელმი (გერმ. Philipp Wilhelm, დ.24 ნოემბერი, 1615, ნოიბურგის ციხესიმაგრე — გ. 2 სექტემბერი, 1690, ვენა) — ნოიბურგის პფალცგრაფი 1653-1690 წლებში, იულიხ-ბერგის ჰერცოგი 1653-1679 წლებში, კურპფალცის მმართველი 1685-1690 წლებში. ნოიბურგის პფალცგრაფ ვოლფგანგ ვილჰელმისა და მაგდალენა ბავარიელის ერთადერთი შვილი.
ფილიპ ვილჰელმი | |
---|---|
გერმ. Philipp Wilhelm | |
იულიხისა და ბერგის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 1653 |
მმართ. დასასრული: | 1679 |
წინამორბედი: | ვოლფგანგ ვილჰელმი |
მემკვიდრე: | იოჰან ვილჰელმი |
ნოიბურგის პფალცგრაფი | |
მმართ. დასაწყისი: | 1653 |
მმართ. დასასრული: | 1690 |
წინამორბედი: | ვოლფგანგ ვილჰელმი |
მემკვიდრე: | იოჰან ვილჰელმი |
პფალცის კურფიურსტი | |
მმართ. დასაწყისი: | 1685 |
მმართ. დასასრული: | 1690 |
წინამორბედი: | კარლ II |
მემკვიდრე: | იოჰან ვილჰელმი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 24 ნოემბერი, 1615 |
გარდ. თარიღი: | 2 სექტემბერი, 1690 |
გარდ. ადგილი: | ვენა |
მეუღლე: | ელიზაბეთ ამალია ჰესენ-დარმშტადტელი |
დინასტია: | ვიტელსბახები |
მამა: | ვოლფგანგ ვილჰელმი |
დედა: | მაგდალენა ბავარიელი |
რელიგია: | კათოლიკე |
1685 წელს, თავისი პროტესტანტი ბიძაშვილის, პფალცის კურფიურსტ კარლ II-ის გარდაცვალების შემდეგ, საკურფიურსტო ფილიპმა ჩაიბარა. რადგანაც თვითონ კათოლიკე იყო, პფალცმა შეიცვალა ოფიციალური რელიგია.
ფილიპ ვილჰელმი ორჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი მეუღლე იყო ანა კატარინა ვაზა (1619—1651), პოლონეთის მეფის, სიგიზმუნდ III-ის ქალიშვილი. 1645 წელს ანა კატარინას და პფალცის კურფიურსტს შეეძინათ ერთადერთი შვილი, რომელიც მალევე გარდაიცვალა.
1653 წელს ფილიპი დაქორწინდა ელიზაბეთ ამალია ჰესენ-დარმშტადტელზე (1635—1709), გეორგ II-ის ქალიშვილზე. წყვილს 17 შვილი შეეძინა, ხოლო მათგან დღეგრძელნი აღმოჩნდნენ:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.