From Wikipedia, the free encyclopedia
კანტონი 10 (ხორ. Županija 10; ბოსნ. Kanton 10; სერბ. Кантон 10) — ბოსნია და ჰერცეგოვინის შემადგენლობაში შემავალი ბოსნია და ჰერცეგოვინის ფედერაციის 10 კანტონიდან ერთ-ერთი.
კანტონი | |||
---|---|---|---|
კანტონი 10 ხორ. Županija 10 ბოსნ. Kanton 10 სერბ. Кантон 10 | |||
| |||
ქვეყანა | ბოსნია და ჰერცეგოვინა | ||
ადმ. ცენტრი | Livno | ||
კოორდინატები | 43°47′42″ ჩ. გ. 17°02′24″ ა. გ. | ||
ფართობი | 4934,1 კმ² | ||
მოსახლეობა | 79 879 კაცი (2011) | ||
სიმჭიდროვე | 16,19 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTCUTC+2 | ||
ოფიციალური საიტი | vladahbz.com | ||
| |||
ადგილობრივ დონეზე კანტონს უწოდებენ ჰერცეგბოსნიას (ხორ. Hercegbosanska županija)[1], მაგრამ ბოსნია და ჰერცეგოვინის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აღნიშნული სახელწოდება არაკონსტიტუციურია, რადგან სახელწოდება შეიცავდა ბოსნიის ომის პერიოდში არსებული ხორვატული სახელმწიფოს, ჰერცეგ-ბოსნიის ხორვატთა რესპუბლიკის სახელწოდებას. [2] კანტონს ასევე უწოდებენ დასავლეთ ბოსნიის კანტონს (ბოსნ. Zapadnobosanski kanton) მდებარეობის გამო და ლივნოს კანტონს (ბოსნ. Livanjski kanton) ადმინისტრაციული ცენტრის გამო.
კანტონი მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. კანტონის ადმინისტრაციული ცენტრია ლივნო. კანტონი შედგება 6 თემისაგან. 2003 წლისათვის კანტონის მოსახლეობის 79 %-ს შეადგენდნენ ხორვატები, 12,4 %-ს - სერბები, ხოლო 8,2 % - ბოსნიელები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.