კანდის სამეფო (სინჰალ. මහනුවර රාජධානිය; მაჰაუვარა რაჯადჰანია; ტამილ. கண்டி இராச்சியம்) — დღევანდელი შრი-ლანკის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში არსებული დამოუკიდებელი სამეფო. ის დაარსდა XVI საუკუნის ბოლოს და არსებობდა XIX საუკუნის დასაწყისამდე. თავიდან ის იყო კოტეს სამეფოს ქვეშევრდომი ქვეყანა, თუმცა XVI–XVII საუკუნის არეულობების დროს შეძლო დამოუკიდებელ სამეფოდ ჩამოყალიბება. პერიოდულად ის ალიანსში იყო სხვა სახელმწიფოებთან: ჯაფნას სამეფო, მადურაის დინასტია,[1] სიტავაკას სამეფო, პორტუგალია და გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკა. 1590–იანი წლებიდან ის შრი-ლანკის კუნძულზე უცხო ძალებისგან დამოუკიდებელი ერთადერთი პოლიტიკური ერთეული იყო. საბოლოოდ ის 1815 წელს კენდის ხელშეკრულების საფუძველზე გახდა ბრიტანეთის იმპერის პროტექტორატი, ხოლო 1817 წლის დიდი აჯანყების შემდეგ საერთოდ დაკარგა ავტონომია.
კანდის სამეფო სინჰალ. මහනුවර රාජධානිය მაჰანუვარა რაჯადჰანია ტამილ. கண்டி இராச்சியம் | |||||
| |||||
სამეფო შტანდარტი | |||||
დედაქალაქი | კანდი | ||||
ენები | სინჰალა, ტამილი, | ||||
რელიგია | ბუდიზმი, ინდუიზმი, ისლამი | ||||
მთავრობა | მონარქია | ||||
კანდის მეფე | |||||
- | 1473–1511 | სენა სამათა ვიკრამაბაჰუ (პირველი) | |||
- | 1798–1815 | სრი ვიკრამა რაჯასინჰა (ბოლო) | |||
ისტორია | |||||
- | კანდის დაარსება | 1469 | |||
- | სიტავაკას სამეფოს მიერ დაპყრობა | 1581 | |||
- | ვიმალადარმასურიას აჯანყება | 1593 | |||
- | კანდის ხელშეკრულება | 5 ნოემბერი 1815 | |||
სახელი
წლების მანძილზე კანდის სამეფოს ჰქონდა სხვადასხვა სახელი.[2][3][4][5][6] მათ შორის:
- კანდა უდა პასრატა;
- სენკადაგალას სამეფო
- კანდას უდარატა
- მაჰანუვარას სამეფო
- სრი ვარდანაპურა
- სინჰალე
- თუნ სინჰალაია
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.