კანდელა
From Wikipedia, the free encyclopedia
კანდელა (ლათ. candela — „სანთელი“; აღნიშვნა: კდ, cd) — სინათლის ძალის ძირითადი საზომი ერთეული ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში.
სწრაფი ფაქტები კანდელა, სტანდარტი: ...
კანდელა | |
---|---|
სტანდარტი: | SI სისტემის ძირითადი ერთეული |
სიდიდე: | სინათლის ძალა |
სიმბოლო (ქართ): | კდ |
სიმბოლო (საერთ): | cd |
ეკვივალენტები: |
დახურვა
კანდელა არის იმ სინათლის ძალა, რომელსაც ასხივებს სრული გამომსხივრის განივკვეთის 1/600000 მ² ფართობი ამ განივკვეთის პერპენდიკულარული მიმართულებით, გამომსხივრის ისეთ ტემპერატურაზე, რომელიც პლატინის გამყარების ტემპერატურის (2042 K) ტოლია 101325 ნ/მ² წნევის დროს.
სხვა განმარტებით, კანდელა არის სინათლის ძალა, რომელიც გამოსხივდება მოცემული მიმართულებით 540×1012 ჰერცი სიხშირის მონოქრომატული გამომსხივებელი წყაროს მიერ, რომლის სინათლის ენერგეტიკული ძალა ამ მიმართულებით შეადგენს (1/683) ვტ/სტერადიანს.