კაინოზოური ჯგუფი
From Wikipedia, the free encyclopedia
კაინოზოური ჯგუფი (ერა) (ბერძ. καινός (kainos) — ახალი და ζωή (zoe) — სიცოცხლე) — დედამიწის ქერქის შრეთა სტრატიგრაფიული სკალის ყველაზე ახალგაზრდა ჯგუფი, რომელიც შეესაბამება გეოლოგიური წელთაღრიცხვის უახლეს ერას და მოიცავს თანამედროვე ეპოქასაც. სახელი უწოდა ინგლისელმა გეოლოგმა ჯ. ფილიპმა 1841 წელს. იყოფა პალეოგენურ,ნეოგენურ და ანთრიპოგენურ (მეოთხეულ) სისტემებად (პერიოდებად). კაინოზოური ჯგუფის ხანგრძლივობა 60-70 მლნ. წელია. ამ დროის მანძილზე ჩანმოყალიბდა კონტინენტებისა და ოკეანეების განაწილების დღევანდელი სახე, ალპურ გეოსინკლინურ (ნაოჭა) სარტყელში წარმოიქმნა მთები, რასაც თან ახლდა გაძლიერებული ვულკანური მოქმედება.
გეოქრონოლოგიური სკალა | ||||
---|---|---|---|---|
ეონი | ერა | პერიოდი | მლნ. წ.წ. | |
ფ ა ნ ე რ ო ზ ო უ რ ი | ||||
კაინოზოური Erdneuzeit ხანგრძლივობა: 65,5 მლნ. წ. |
მეოთხეული | 2,588 | ||
ნეოგენი | 23,03 | |||
პალეოგენი | 65,5 | |||
მეზოზოური Erdmittelalter ხანგრძლივობა: 185,5 მლნ. წ. |
ცარცული | 145,5 | ||
იურული | 199,6 | |||
ტრიასული | 251,0 | |||
პალეოზოური Erdaltertum ხანგრძლივობა: 291 მლნ. წ. |
პერმული | 299,0 | ||
კარბონული | 359,2 | |||
დევონური | 416,0 | |||
სილურული | 443,7 | |||
ორდოვიციული | 488,3 | |||
კამბრიული | 542,0 | |||
კ ა მ ბ რ ი უ ლ ი ს წ ი ნ ა | ||||
პ რ ო ტ ე რ ო ზ ო უ რ ი |
Neoproterozoikum Neues Proterozoikum ხანგრძლივობა: 458 მლნ. წ. |
Ediacarium | 630 | |
Cryogenium | 850 | |||
Tonium | 1000 | |||
Mesoproterozoikum Mittleres Proterozoikum ხანგრძლივობა: 600 მლნ. წ. |
Stenium | 1200 | ||
Ectasium | 1400 | |||
Calymmium | 1600 | |||
Paläoproterozoikum Frühes Proterozoikum ხანგრძლივობა: 900 მლნ. წ. |
Statherium | 1800 | ||
Orosirium | 2050 | |||
Rhyacium | 2300 | |||
Siderium | 2500 | |||
ა რ ქ ე უ ლ ი |
Neoarchaikum ხანგრძლივობა: 300 Ma |
2800 | ||
Mesoarchaikum ხანგრძლივობა: 400 Ma |
3200 | |||
Paläoarchaikum ხანგრძლივობა: 400 Ma |
3600 | |||
Eoarchaikum ხანგრძლივობა: n. def. |
3800 | |||
Hadaikum ხანგრძლივობა: n. def. |
4700 | |||
წყარო |
კაინოზოური ერის დასაწყისში დედამიწის ჰავა დღევანდელთან შედარებით უფრო თბილი. შემდგომში, ხმელეთის ფართობის გაზრდისა და მთათა სისტემების წარმოქმნის შედეგად, ჰავა უფრო ცივი გახდა და ანთროპოგენში დაიწყო გამყინვარება. ფლორამ ნეოგენურ პერიოდში თითქმის თანამედროვე ხასიათი მიიღო კაინოზოური ერის დასაწყისისათვის ამოწყდა ქვეწარმავალთა ზოგიერთი ჯგუფი და განვითარება დაიწყო ხერხემლიანთა უმაღლესმა კლასმა - ძუძუმწოვრებმა, აგრეთვე ძვლიანმა თევზებმა, ფრინველებმა. ანთროპოგენური ორგანულმა სამყარომ განვითარების უმაღლეს დონეს მიაღწია - გაჩნდა ადამიანი.