ძუძუმწოვარი ცხოველი ციყვისებრთა ოჯახისა From Wikipedia, the free encyclopedia
კავკასიური ციყვი, ანუ სპარსული ციყვი (ლათ. Sciurus anomalus) — ძუძუმწოვარი ცხოველი ციყვისებრთა ოჯახისა. გვხვდება სამხრეთ-დასავლეთ აზიის ზომიერი სარტყლის ფართოფოთლოვან და შერეულ ტყეებში.[1]
კავკასიური ციყვი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Sciurus anomalus (Gmelin, 1778) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 20000 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
როგორც ცნობილია, ეს სახეობა პირველად 1778 წელს იქნა აღწერილი იოჰან ფრიდრიხ გმელინის მიერ „Systema Naturae“-ის მე-13 გამოცემაში[2] და ეწოდა Sciurus anomalus.[1] მაგრამ, ზოგიერთი ავტორი ამტკიცებს, რომ ეს ნაშრომი რეალურად გამოიცა 1788 წელს[3] და რომ რეალურად პირველად აღწერა იოჰან ანტონ გულდენშტადტმა 1785 წელს.[4][5]
კავკასიური ციყვი პატარა ხის ციყვია. მისი საერთო სიგრძეა 32–36 სმ, კუდის სიგრძე 13-დან 18 სმ-მდე. მასა 250-დან 410 გრამამდე. სხეულის ზედა ნაწილის ფერი დამოკიდებულია ქვესახეობაზე და მერყეობს მონაცრისფრო-ყავისფერიდან ღია რუხამდე, სხეულის ქვედა ნაწილის ფერი — ჟანგიანი ყავისფერიდან მოყვითალომდე, ხოლო კუდისა — ყვითელ-ყავისფერიდან მუქ წითლამდე. კლანჭები შედარებით მოკლეა, ვიდრე სხვა ხის ციყვებისა. მდედრებს აქვთ რვა ან ათი სარძევე ჯირკვალი.[5]
სამუელ გრისვოლდ გუდრიხმა კავკასიური ციყვი აღწერა 1885 წელს: „მისი ფერი მორუხო-ყავისფერია, ხოლო ქვემოთ მოყვითალო-ყავისფერი“.[6]
კავკასიური ციყვის მშობლიური არიალია სამხრეთ-დასავლეთ აზია. გავრცელებულია თურქეთიდან, იმბროსიდან და ლესბოსიდან ირანამდე (სამხრეთ-დასავლეთით), ისრაელამდე და იორდანიამდე (სამხრეთით).[1] არის ერთ-ერთი ციყვის გვარის ორი სახეობიდან ერთ-ერთი, რომელიც გვხვდება ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე.[4]
სახეობა ძირითადად ცხოვრობს ტყისპირა რაიონებში, სადაც დომინირებს მუხა, ფიჭვი და ფსტა, ზღვის დონიდან აღწევს 2000 მეტრს.[1]
ცნობილია სამი ქვესახეობა:
2008 წელს ჩატარებულმა მოკვლევამ დაადგინა, რომ სახეობა უხვადაა თურქეთში, თუმცა შემცირება შეინიშნება ლევანტის რეგიონში. 1993 წელს ისრაელში ჩატარებული მოკვლევის მიხედვით შესწავლილ ტერიტორიაზე სახეობა გადაშენების საფრთხესთან ახლოს მდგომი იყო.[7] სახეობაზე ნადირობა აკრძალულია ცენტრალური სანადირო კომისიის მიერ, დაცულია ბერნის კონვენციითა და ევროკავშირის ჰაბიტატების დირექტივით.[8]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.