იშირო ჰონდა
From Wikipedia, the free encyclopedia
იშირო ჰონდა (იაპონ. 本多 猪四郎, დ. 7 მაისი, 1911 ― გ. 28 თებერვალი, 1993) ― იაპონელი კინორეჟისორი, რომელმაც თითქმის ხუთი ათწლეულის მანძილზე 46 სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო.[1] ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იაპონელი კინორეჟისორი და კატასტროფების ჟანრის ფილმების ერთ-ერთი ფუძემდებელი, რომლის ფილმებმაც დიდი გავლენა იქონია კინოინდუსტრიაზე.[2] ჰონდას დრამატული, საომარი, დოკუმენტური და კომედიური ფილმები აქვს გადაღებული, თუმცა ყველაზე მეტად ცნობილია სპეციალური ეფექტების რეჟისორ ეიძი ცუბურაიასთან ერთად კაიძუს ჟანრის შექმნითაა ცნობილი.[3]
ჰონდამ იაპონურ კინოინდუსტრიაში მოღვაწეობა 1934 წელს დაიწყო და სოტოჯი კიმურას მესამე ასისტენტად მუშაბდა.[4] რეჟისორის ასისტენტად მუშაობის 15 წლიანი გამოცდილების შემდეგ, 1949 წელს ჰონდას სარეჟისორო დებიუტი შედგა დოკუმენტური ფილმით ისე-შიმა. მისმა პირველმა სრულმეტრაჟიანმა ფილმმა, „ლურჯი მარგალიტი“ (1952), იაპონიაში კრიტიკოსთან მოწონება დაიმსახურა, რამაც მას კიდევ სამი დრამატული ფილმის გადაღების შესაძლებლობა მისცა.