![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a6/Georgia_location_map_%2528international_borders%2529.svg/langka-640px-Georgia_location_map_%2528international_borders%2529.svg.png&w=640&q=50)
იფხი
სოფელი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში / From Wikipedia, the free encyclopedia
იფხი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, ლატალის თემი (სოფლები: იენაში, იფხი, კვანჭიანარი, ლახუშდი, ლაჰილი, ლელბაგი, ლეშუკვი, მაცხვარიში, ნანყვამ-ზაგრალი, სიდიანარი, შყალერი).[2]
სოფელი | |
---|---|
იფხი | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარესამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | მესტიის მუნიციპალიტეტი |
თემი | ლატალი |
კოორდინატები | 43°01′19″ ჩ. გ. 42°36′38″ ა. გ. |
მოსახლეობა | 35[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ცხოვრობენ გვარები: გვიჩიანი (ძვ. ფორმა - გვიჭიანი), ნანსყანი. სოფელში დგას X ს-ის დარბაზული ეკლესია, წმ. გიორგის (ჯგრააგ) სახელობისა. ეკლესია შიგნიდანაც და გარედანაც (სამხრ. ფასადი) მოხატული ყოფილა. ინტერიერის მხატვრობა ამჟამად გამურულია, ექსტერიერისა კი - გადაცრეცილი და ალაგ-ალაგ განზრახ დაზიანებული. აღმ. ფასადზე რელიეფური გამოსახულებებია. ტაძრის კედლებზე არის ძველი ნაკაწრი წარწერები. ეკლესიის გარშემო სოფლის სასაფლაოა. არის ძველი აკლდამის (გადმოცემით, ჩარკვიანების) ნაშთებიც. სოფელში ადრე რამდენიმე კოშკი მდგარა. მათგან, დაზიანებული სახით, მხოლოდ ორი-სამია შემორჩენილი. ძველად ზედა უბანში, ძველ სასაფლაოზე, იდგა ლამარიას სალოცავიც.