იულონ ბატონიშვილი
From Wikipedia, the free encyclopedia
იულონ ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (დ. 15 ივნისი, [ძვ. სტ. 4 ივნისი ], 1760, პეტერბურგი — გ. 14 თებერვალი, [ ძვ. სტ. 2 თებერვალი], 1827) — ერეკლე II-ისა და დარეჯან დედოფლის შვილი, ქართლ-კახეთის სამეფო ტახტის პრეტენდენტი.
რუსეთისგან მოითხოვდა გეორგიევსკის ტრაქტატის თანახმად აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის აღდგენას. მალე სოლომონ II-თან გაიქცა იმერეთში და ახალციხის ფაშის მეოხებით მოლაპარაკება გამართა ოსმალეთთან ცარიზმის წინააღმდეგ დახმარების თაობაზე. 1805 რუსეთში გადაასახლეს. ცხოვრობდა პეტერბურგში. დასაფლავებულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში სხვა ქართველ ბატონიშვილთა გვერდით.