From Wikipedia, the free encyclopedia
ისააკ I კომნენოსი (ბერძ. Ισαάκιος A' Κομνηνός; დ. 1007[1][2] — გ. 1060[1]) — ბიზანტიის იმპერატორი და კომნენოსების დინასტიის პირველი წარმომადგენელი საიმპერატორო ტახტზე. ქვეყანას მართავდა 1057-1059 წლებში. ტახტზე ავიდა წინამორბედის, მიხეილ VI სტრატონიკეს დამხობის შემდეგ. ხანმოკლე მმართველობისას სცადა იმპერიის გამოფიტული ფინანსური რესურსების აღდგენა, რისთვისაც მკვეთრი ნაბიჯები გადადგა. ტაძრებს ჩამოართვა მთელი საკუთრება და ხაზინაში შეიტანა. ავადმყოფობის გამო ძალაუფლება კონსტანტინე დუკას გადასცა. მალევე გამოჯანმრთელდა და ტახტისდაბრუნება სცადა, თუმცა უშედეგოდ. სიცოცხლის უკანასკნელი პერიოდი მონასტერში გაატარა.
ისააკ I კომნენოსი | |
---|---|
Ισαάκιος A' Κομνηνός | |
ისააკ I-ის ოქროს მონეტა | |
ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 5/8 ივნისი, 1057 |
მმართ. დასასრული: | 22 ნოემბერი, 1059 |
წინამორბედი: | მიხეილ VI სტრატონიკე |
მემკვიდრე: | კონსტანტინე X დუკა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1007[1][2] |
გარდ. თარიღი: | 1060[1] |
გარდ. ადგილი: | სტუდიტების მონასტერი, კონსტანტინოპოლი |
მეუღლე: | კატერინა ბულგარელი |
შვილები: |
მანუელ კომნენოსი მარია კომნენე |
დინასტია: | კომნენოსები |
მამა: | მანუელ ეროტიკოს კომნენოსი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.