![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/3d/Center-pivot_irrigation.jpg/640px-Center-pivot_irrigation.jpg&w=640&q=50)
ირიგაცია
From Wikipedia, the free encyclopedia
ირიგაცია — მიწების ხელოვნური რწყვის ღონისძიებათა სისტემა. მორწყვა ხელს უწყობს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, კერძოდ ლანდშაფტების შენარჩუნებასა და გამოშრობილი ნიადაგის ვარგისიანად გადაქცევას. მორწყვას ასევე აქვს სხვა გამოყენებები მნიშვნელობა მოსავლის მიღებაში, მათ შორის ყინვებისგან დაცვაც,[1] მინდვრის სარეველების ზრდის შეჩერება [2] და ნიადაგის კონსოლიდაციის თავიდან აცილება.[3] ამ ხერხის გამოყენებით აღარ არის საჭირო, რომ მოსავლის მიღება დამოკიდებული იყოს წვიმის მოსვლაზე.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/3d/Center-pivot_irrigation.jpg/640px-Center-pivot_irrigation.jpg)
სარწყავი სისტემები ასევე გამოიყენება პირუტყვის გასაგრილებლად, მტვრის ნაწილაკების შესამცირებლად და სხვა. მორწყვის დროს ნაკვეთს წყალი ქვესადგურიდან ტუბმოს საშუალებით მიეწოდება. მორწყვის ტექნიკა სოფლის მეურნეობაში 5000 წელზე დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენება მრავალ კულტურაში.