ირანის ეკონომიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
ირანის ეკონომიკა შერეული ეკონომიკაა. მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით იგი მსოფლიოს მასშტაბით 23-ე ადგილზეა. ირანის ეკონომიკის თითქმის 60% გეგმიური ეკონომიკაა.[1] ეკონომიკის წამყვანი დარგები ნავთობისა და ბუნებრივი აირის წარმოებაა, თუმცა თეირანის საფონდო ბირჟაზე 40-ზე მეტი ინდუსტრიაა პირდაპირ ჩართული. ბოლო წლებში თეირანის საფონდო ბირჟა ერთ-ერთი საუკეთესო ბირჟა იყო მსოფლიოს მასშტაბით.[2] ირანი მსოფლიოში დადასტურებული ნავთობის რეზერვები 10%-ს და ბუნებრივი აირის რეზერვების 15%-ს ფლობს, რის გამოც „ენერგიის სუპერძალადაა“ მიჩნეული.[3][4] [5][6][7]
ირანის ეკონომიკის უნიკალური დამახასიათებელი ნიშანია დიდი რელიგიური ფონდების არსებობა, რომელთაც ბონიადებს უწოდებენ. მათი საერთო ბიუჯეტი ცენტრალური სამთავრობო დანახარჯების 30%-ს უტოლდება.[8]
ირანის მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდა 2018 და 2019 წლებში. 2018 წლის შუა ხანებში აშშ-ის მიერ ხელახლა შემოღებული სანქციებისა[9] და 2020 წლის თებერვალში დაწყებული Covid-19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო უმუშევრობის დონე[9] და ინფლაციის მაჩვენებელი[10][9] გაიზარდა, მოიშალა „ქრონიკულად სუსტი და არაკაპიტალიზირებული“ საბანკო სისტემა[9][11] და „ანემიური“ კერძო სექტორი.[9] ირანის ვალუტის (ირანული რიალი) მსყიდველუნარიანობა შემცირდა. ირანს „ეკონომიკური თავისუფლებისა“ და „ბიზნესის მარტივად კეთების“ შედარებით დაბალი მაჩვენებელი აქვს.