From Wikipedia, the free encyclopedia
ინტელექტუალური საკუთრება (IP) (ინგლ. intellectual property) — იმ უფლებათა ერთობლიობა, რომლებიც წარმოიშობიან შემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებით ლიტერატურის, ხელოვნების, მეცნიერებისა და საზოგადოებრივი წარმოების სფეროში. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებია ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებები, ხელოვნების შემსრულებლობითი საქმიანობა, მაგნიტოფონური და გრამოფონური ჩანაწერი, რადიო და ტელეგადაცემა, მეცნიერული ნაშრომი და აღმოჩენა, გამოგონება, სამრეწველო ნიმუში, სასაქონლო ნიშანი, საფირმო დასახელება და ა. შ.
ინტელექტუალური საკუთრების თანამედროვე კონცეფცია ყალიბდებოდა ინგლისში XVII-XVIII საუკუნეებში. ხოლო ტერმინი „ინტელექტუალური საკუთრება“ პირველად გამოიყენეს XIX საუკუნეში. XX საუკუნიდან ის უკვე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა მსოფლიოს სამართლებრივი სისტემისთვის.
ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობის ძირითადი მიზანი არის წახალისება ინტელექტუალური საქონლის ფართე სპექტრის შესაქმნელად.[1] ამის მისაღწევად კანონი ადამიანებს და ორგანიზაციებს მათ მიერ შექმნილ იმფორმაციასა და ინტელექტუალურ საქონელზე ანიჭებს უფლებას, როგორც წესი, დროის განსაზღვრული პერიოდით. ეს ინტელექტუალური საკუთრების შემქმნელებს აძლევს ეკონომიკურ სტიმულს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.