ინკების იმპერია
1438-1533 იმპერია სამხრეთ ამერიკაში / From Wikipedia, the free encyclopedia
ინკების იმპერია (კეჩუა Tawantinsuyu; ტაუანტინსუიუ) — კოლუმბამდელი ამერიკის უმსხვილესი იმპერია. იმპერიის ადმნინისტრაციული, პოლიტიკური და სამხედრო ცენტრი მდებარეობდა კუსკოში (დღევანდელი პერუ). ინკების ცივილიზაცია აღმოცენდა პერუს მაღალმთიან რეგიონში XIII ს. დასაწყისში. იმპერიამ, დაპყრობითი ომებისა თუ მშვიდობიანი ასიმილაციის შედეგად შეძლო გაეერთიანებინა მნიშვნელოვანი ტერიტორიები დასავლეთ სამხრეთ ამერიკაში (დღევანდელი ეკვადორი, პერუ, ბოლივია, ჩრდილოეთ-დასავლეთი არგენტინა, ჩრდილოეთ ჩილე და სამხრეთ კოლუმბია).
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ინკების იმპერია Tawantinsuyu იმპერია | |||||||
| |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
ინკების იმპერია | |||||||
დედაქალაქი | კუსკო | ||||||
ენა | კეჩუა (ძირითადი), აიმარა პუკინა, მოჩიკა | ||||||
რელიგია | ინკების რელიგია | ||||||
ფართობი | 800 000 კმ2 (1438) 2 000 000 კმ2 (1527) | ||||||
მოსახლეობა | 12 000 000 ად. (1438) 20 000 000 ად. (1527) | ||||||
მმართველობის ფორმა | მონარქია (სხვა ცნობებით დიარქია) | ||||||
დინასტია | ანანის დინასტია | ||||||
ინკა | |||||||
- 1438 - 1471 | პაჩაკუტი (პირველი მეფე) | ||||||
- 1471 - 1493 | ტუპაკ ინკა იუპანკი | ||||||
- 1493–1527 | უაინა კაპაკი | ||||||
- 1527–1532 | უასკარი | ||||||
- 1527–1533 | ატაჰუალპა | ||||||
იმპერიის ოფიციალური ენა იყო კეჩუა, მაგრამ გავრცელებული იყო აგრეთვე ასობით ადგილობრივი ენა და დიალექტი. ინკები თავიანთ იმპერიას უწოდებდნენ ტაუანტინსუიუს, რაც აღნიშნავს სამყაროს ოთხ გაერთიანებულ მხარეს. იმპერია ოთხ ნაწილად იყოფოდა, ესენია: ჩინჩასუიო, ანტისუიო, კონტისუიო და კოლასუიო.
ინკების უმთავრესი ღვთება იყო ინტი — მზის ღმერთი. მიუხედავად ამისა, იმპერიაში შემავალ ყველა ტომს, სამეფოს და ქალაქს უფლება ეძლეოდათ შეენარჩუნებინათ თავიანთი ტრადიციული რელიგია, თუ უპირატესად აღიარებდნენ ინკების რწმენას.