![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/8c/Indian_Museum%252C_Courtyard%252C_Kolkata%252C_India.jpg/640px-Indian_Museum%252C_Courtyard%252C_Kolkata%252C_India.jpg&w=640&q=50)
ინდური მუზეუმი (კოლკატა)
From Wikipedia, the free encyclopedia
ინდური მუზეუმი (ინგლ. Indian Museum, ბენგ. ভারতীয় জাদুঘর კოლონიალურ პერიოდში ცნობილი, როგორც საიმპერატორო მუზეუმი კალკუტში)[1][2] — უძველესი და უდიდესი მუზეუმი ინდოეთში, დასავლეთი ბენგალი, კოლკატა.[3][4][5][6][7][8][9] მუზეუმს გააჩნია ანტიკვარების, შეიარაღებისა და ორნამენტების, მუმიების, მოგოლური მინიატურების, ჩონჩხებისა და მინიატურების იშვიათი კოლექციები. ის დააარსა ბენგალის აზიურმა საზოგადოებამ კოლკატაში 1814 წელს. მუზეუმის დამაარსებელი დანიელი ბოტანიკოსი, ნათანიელ ვალიხი იყო.
ინდური მუზეუმი | |
---|---|
![]() | |
22.5579°00′00″ ჩ. გ. 88.3511°00′00″ ა. გ. | |
დაარსდა | 2 თებერვალი, 1814 |
ქვეყანა |
![]() |
მდებარეობა | Ward No. 63, Kolkata Municipal Corporation |
ექსპონატი | 1 002 646 (31 მარტი, 2004) |
დირექტორი | შრი არიჯიტ დუტა ჩოუდჰური |
ოფიციალური საიტი | indianmuseumkolkata.org |
![]() |
მუზეუმს აქვს ექვსი განყოფილება, 35 გალერეა და კულტურული და სამეცნიერო: ინდური ხელოვნების, გეოლოგიის, არქეოლოგიის, ანთროპოლოგიის, ზოოლოგიისა და ბოტნიკის არტეფაქტები. მუზეუმის სპეციალურ განყოფილებებში ასევე დაცულია ბევრი იშვიათი და უნიკალური ნიმუში, რომელიც ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს მიეკუთვნება. ხელოვნებისა და არქეოლოგიის კოლექციებს მინიჭებული აქვთ საერთაშორისო მნიშვნელობის კოლექციების სტატუსი.
ინდური მუზეუმი არის ავტონომიური ორგანიზაცია, რომელიც ინდოეთის მთავრობის, კერძოდ კი კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. მუზეუმის ამჟამინდელი დირექტორი არის შრი არიჯიტ დუტა ჩოუდჰური.[10]
მუზეუმის დირექციის დაქვემდებარებაშია რვა საკოორდინაციო მომსახურების ერთეული: განათლების, დაცვის, გამოცემის, პრეზენტაციის, ფოტოგრაფიის, მედიცინის, მოდელირებისა და ბიბლიოთეკის ერთეულები. ინდური მუზეუმი ეროვნული მნიშვნელობის ობიექტის სტატუსით შეტანილია ინდოეთის კონსტიტუციაში.[11]