ინდრიკოთერიუმი
ამომწყდარი ძუძუმწოვრების გვარი / From Wikipedia, the free encyclopedia
ინდრიკოთერიუმი[1] (ლათ. Indricotherium), პარაცერათერიუმი (ლათ. Paraceratherium) — ამომწყდარი ძუძუმწოვრების გვარი. ფართოდ იყო გავრცელებული. ნამარხი ნაშთები აღმოჩენილია ყაზახეთში, მონღოლეთსა და ჩინეთში. ტანი შედარებით მოკლე იყო; ფეხები გრძელი, სწორი, სამთითა, ძლიერ განვითარებული შუა თითით; თავი პატარა, ურქო; კისერი გრძელი. დინგის ბოლოში იყო ზედა და ქვედა შუათა (სახეცვლილი საჭრელი კბილების) წყვილები. ძირითადი კბილები პრიმიტიული აგებულებისა იყო. ინდრიკოთერიუმები ხმელეთის ყველაზე მაღალი და მსხვილი ძუძუმწოვრები იყვნენ (სიმაღლეში 5 მეტრამდე). იკვებებოდნენ ხეებისა და ბუჩქების ფოთლებითა და ტოტებით. ამოწყდნენ ოლიგოცენის ბოლოს ან მიოცენის დასაწყისში.[2]
ინდრიკოთერიუმი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Paraceratherium transouralicum (რესტავრაცია) | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Indricotherium (Borissiak, 1916) | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
რუკა | |||||||||||||||
ნამარხი ნაშთების აღმოჩენის ადგილები | |||||||||||||||
|
გამომდინარე იქიდან, რომ დასავლელი, საბჭოთა და ჩინელი სპეციალისტები იზოლირებულად ატარებდნენ კვლევით სამუშაოებს და ნაშრომებს, უმთავრესად, მშობლიურ ენებზე აქვეყნებდნენ, ინდრიკოთერიუმების ტაქსონომია საკმაოდ კომპლექსურია.[3] თავის დროზე ცალ-ცალკე აღწერილ გვარებს — Baluchitherium, Indricotherium, Pristinotherium და Paraceratherium — დღეისათვის ერთი და იგივე გვარად განიხილავენ. დასავლურ სამეცნიერო პრაქტიკაში უფრო მეტად მიღებული ტერმინია პარაცერათერიუმი. ზოგიერთი სახეობა, მაგალითად, Paraceratherium prohorovi (ყაზახეთის გვიანი ოლიგოცენიდან), Indricotherium intermedium და Paraceratherium tienshanensis საკმაოდ არასრულფასოვნად მიიჩნევიან იმისათვის, რომ გადაწყვეტილიყო მათი ნათესაური კავშირი სხვა სახეობებთან, იგივე ეხება ბენარათერიუმს (დასავლურ პრაქტიკაში ჯერჯერობით მიიჩნევა საეჭვო ტაქსონად).[4]