ინდოჩინეთის მეორე ომი
From Wikipedia, the free encyclopedia
ინდოჩინეთის მეორე ომი, აგრეთვე ცნობილი როგორც ვიეტნამის ომი — 1964-1975 წლებში ინდოჩინეთში მიმდინარე ომი: ერთი მხრივ სახმელეთო ომი სამხრეთ ვიეტნამსა და სასაზღვრო რეგიონებში, კამბოჯასა და ლაოსში და მეორე მხრივ ჩრდილოეთ ვიეტნამის დაბომბვა (ოპერაცია როლინგ სანდერი).
ვიეტნამის ომი | |||
---|---|---|---|
ცივი ომის ნაწილი | |||
ფაილი:VNWarMontage.png | |||
თარიღი | 1959 – 30 აპრილი, 1975 | ||
მდებარეობა | ვიეტნამი, კამბოჯა და ლაოსი | ||
შედეგი | ჩრდილოეთ ვიეტნამის გამარჯვება | ||
ტერიტორიული ცვლილებები |
ჩრდ. ვიეტნამისა და სამხ. ვიეტნამის გაერთიანება | ||
მხარეები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
ინდოჩინეთის მეორე ომი ვიკისაწყობში |
კონფლიქტს ვიეტნამში ამერიკის ომი ეწოდება. სინამდვილეში ამერიკის ვიეტნამში ინტერვენცია იყო 30 წლის განმავლობაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის მწვერვალი, რომელიც 1945-1946 წლებში საფრანგეთის კოლონიალური ჯარების ქვეყანაში დარჩენამ გამოიწვია.
ერთ მხარეზე იბრძოდა აშშ-ის, სამხრეთი ვიეტნამის, ავსტრალიისა და სამხრეთი კორეის სამხედრო კავშირი; მეორეზე კი — ჩრდილოეთი ვიეტნამი (ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკა) და ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი (დასავლეთის ქვეყნებში ცნობილი, როგორც ვიეტკონგი), რომელიც სამხრეთ ვიეტნამის კომუნისტურ პარტიზანულ ორგანიზაციას წარმოადგენდა. სსრკ და ჩინეთი ჩრდილოეთ ვიეტნამს სამხედრო დახმარებას აწვდიდნენ, თუმცა კონფლიქტში ღიად არ ერეოდნენ.