ინდოეთის ჰიმნი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯანა განა მანა (ბენგალ. জন গণ মন, ჰინ. जन गण मन) — ინდოეთის სახელმწიფო ჰიმნი. დაწერილია ძლიერ სანსკრიტიზებულ ბენგალურ ენაზე. ტექსტი და მუსიკა დაწერილია ნობელის პრემიის ლაურეატის — რაბინდრანათ თაგორის მიერ. თავდაპირველად, ის ნამღერ იქნა მეფე ჯორჯ V-ისადმი ხოტბის შესასხმელად, როდესაც ის ინდოეთს სტუმრობდა.[1] შემდეგ ის შესრულდა 1911 წლის 27 დეკემბერს, ინდოეთის ეროვნული კონგრესის კალკუტის სესიაზე. ჯანა განა მანა ინდოეთის ეროვნულ ჰიმნად საკანონმდებლო ასამბლეამ ოფიციალურად 1950 წლის 24 იანვარს დაამტკიცა. 2011 წლის 27 დეკემბერს, მისი პირველი შესრულებიდან 100 წლისთავი აღინიშნა.[2][3]
სწრაფი ფაქტები ქვეყანა, ტექსტის ავტორი ...
ქართ. ინდოეთის სახელმწიფო ჰიმნი | |
ქვეყანა |
![]() |
---|---|
ტექსტის ავტორი | რაბინდრანათ თაგორი, 1911 |
მუსიკის ავტორი | რაბინდრანათ თაგორი, 1919 |
შემოღებულ იქნა | 1950 წლის 24 იანვარი |
დახურვა
ჰიმნის ხანგრძლივობა 52 წამია. რაბინდრანათ თაგორის სხვა პოემა ამარ შონარ ბანგლაზე შექმნილია ბანგლადეშის სახელმწიფო ჰიმნი.[4]