![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/67/Indigo-logo-Geo.jpg/640px-Indigo-logo-Geo.jpg&w=640&q=50)
ინდიგო
From Wikipedia, the free encyclopedia
ინდიგო — ქართული მედიაორგანიზაცია, რომელიც გამოსცემს ჟურნალებს, წიგნებს და ამზადებს ვიდეო და ტექსტურ მასალებს ვებსაიტისთვის indigo.com.ge
სწრაფი ფაქტები ინდიგო, მფლობელი ...
ინდიგო | |
---|---|
![]() ინდიგოს ლოგო | |
მფლობელი | ნინო ლომაძე, თამარ ბაბუაძე, ნინო ჯაფიაშვილი, თინათინ ოსეფაშვილი, თორნიკე ლორთქიფანიძე, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა |
სტატუსი | მოქმედი |
დაარსდა | 2015 |
ქვეყანა | საქართველო |
სათაო ოფისი | თბილისი |
დისტრიბუცია | თბილისის მასშტაბით |
გამოცემები | ჟურნალები, წიგნები, ფოტოალბომები |
ჟანრი | დოკუმენტური პროზა, ესეისტიკა |
ოფიციალური საიტი | http://indigo.com.ge |
დახურვა
ინდიგო ქართულ მედიაბაზარზე ამავე სახელწოდების მქონე ყოველთვიური, 120 გვერდიანი ჟურნალით გამოჩნდა[1]. მოგვიანებით შექმნა ვებსაიტი, სადაც მხოლოდ ჟურნალის მასალები იტვირთებოდა. 2018 წლიდან კი დაიწყო ვიდეო კონტენტის და სხვადასხვა მულტიმედია პროექტების წარმოება.
მედია პროდუქტების შექმნის პარალელურად ინდიგო გამოსცემს დოკუმენტური პროზას, ესეისტიკას, ფოტოალბომებს. არის საბას და ლიტერას პრემიის მფლობელი.