ინგლისის დროშა
From Wikipedia, the free encyclopedia
ინგლისის დროშა, იგივე წმ. გიორგის დროშა — ინგლისის ეროვნული სიმბოლო. შემოღებული იქნა მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, ინგლისის მეფე რიჩარდ I-ის მიერ, როდესაც მან წმ. გიორგი თავის მფარველად გამოაცხადა. დროშა წარმოადგენს თეთრ ტილოს სწორი წითელი ჯვრით.[2] იგი ინგლისის სამეფოს ეროვნული სიმბოლო იყო მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში, ხოლო 1606 წელს გამოიყენეს იუნიონ ჯეკის შექმნისას.[3] 1990-იანების შემდეგ ინგლისის დროშა ფართოდ გამოიყენება ეროვნულ სპორტულ ღონისძიებებში.