იმპჰალი
From Wikipedia, the free encyclopedia
იმპჰალი ― ინდოეთის შტატ მანიპურის დედაქალაქი და მეორე უდიდესი ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში. ქალაქის მეტროპოლიური ცენტრი მოიცავს ყოფილი მანიპურის სამეფოს სამეფო რეზიდენციის, კანგლის სასახლის (ოფიციალურად ცნობილი როგორც კანგლის ფორტი) ნანგრევებს, რომლის ირგვლივაც თხრილია შემოვლებული. ქალაქი დასავლეთ იმპჰალისა და აღმოსავლეთ იმპჰალის რაიონებს მოიცავს. ქალაქის დიდი ნაწილი და მოსახლეობის უმრავლესობა დასავლეთ იმპჰალის ტერიტორიაზეა.[1] იმპჰალი ერთ-ერთია ინდოეთის გონიერი ქალაქის მისიის ფარგლებში შერჩეულ ქალაქებს შორის.[2] იგი კომერციული კერაა და ცნობილია ნაქსოვი ნაწარმით, თითბრისა და ბრინჯაოს ნაკეთობებითა და სხვა დარგებით. ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა მეითეის ენაზე (ოფიციალურად ცნობილი როგორც მანიპურის ენა) საუბრობს.[3]
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
იმპჰალი | |
![]() | |
ქვეყანა | ინდოეთი |
კოორდინატები | 24°49′12″ ჩ. გ. 93°57′00″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 786±1 მეტრი |
მოსახლეობა |
268 243 (2011), 264 986 (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC+05:30 |
სატელეფონო კოდი | 3852 |
საფოსტო ინდექსი | 795001 |
INS Imphal-ს, ინდოეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ვიშაკაპატნამის კლასის მესამე ხომალდს, მართვადი რაკეტებით აღჭურვილ საესკრადო ნაღმოსანს, სახელი იმ ინდოელი ჯარისკაცების პატივსაცემად ეწოდა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს იმპჰალის ბრძოლაში დაიღუპნენ.[4] ხომალდი პირველი ინდური სამხედრო-საზღვაო გემია, რომელსაც ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთის ქალაქის შესაბამისად ეწოდა სახელი.[5]
Encyclopedia Britannica-ის მიხედვით, იმპჰალი მანიპურის ერთადერთი ქალაქია.[6]
ეტიმოლოგია
იმპჰალის სახელწოდება წარმოდგება ორი სიტყვიდან: Yum, რაც სახლს ნიშნავს და Phal-იდან, რაც „უხვს“ ან „მშვენიერს“ აღნიშნავს. ძველ მანიპურის ენაზე yum ასევე გამოითქმის როგორც im. დღესაც, ქალაქის სახელი ზოგჯერ გამოითქმის როგორც იუმ-პჰალი (yum-phal).[7]
გეოგრაფია

იმპჰალის გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩრდ. 24.8074° განედი და აღმ. 93.9384° გრძედი. ქალაქი ამავე სახელწოდების მქონე ხეობაში მდებარეობს, ინდოეთის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში და 9 ქედითაა გარშემორტყმული.[8] ქალაქის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 786 მეტრის ტოლია. კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, იმპჰალი სუბტროპიკული ოკეანური კლიმატის სარტყელში (Cwa) მდებარეობს,[9] რომელიც ცივი, მშრალი ზამთრითა და შედარებით ცხელი მუსონების სეზონით ხასიათდება. იმპჰალი ზომიერი კლიმატით გამოირჩევა, რაზეც სიმაღლე და ირგვლივ მდებარე მთები ახდენს გავლენას.[10] ყველაზე ცხელი თვეების მაქსიმალური ტემპერატურა 29 °C-ია (84 °F). ყველაზე ცივი თვე იანვარია, საშუალო ტემპერატურა 4 °C-მდე (39 °F) ეცემა, უცივესი ღამეების დროს ტემპერატურა ზოგჯერ კი 2 °C-მდეც ეცემა, ყინვის წერტილს კი იშვიათად აღწევს. ქალაქის ნალექიანობის მაჩვენებელი 1 320 მმ-ის ტოლია, ყველაზე ნალექიანი თვე კი ივნისია. უმაღლესი ტემპერატურა 35.6 °C (96.1 °F) 2009 წლის 22 მაისს დაფიქსირდება. ტემპერატურის მინიმუმი, −2.7 °C (27.1 °F), 1970 წლის 10 იანვარს დაფიქსირდა.[11] [12]
კლიმატი
ჰავის მონაცემები — იმპჰალი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
რეკორდულად მაღალი °C | 27.8 | 32.0 | 35.0 | 34.5 | 35.6 | 35.6 | 35.7 | 34.0 | 34.5 | 34.2 | 30.7 | 28.9 | 35.7 |
საშუალო მაღალი °C | 22.4 | 24.2 | 27.2 | 28.5 | 29.2 | 29.6 | 29.4 | 29.7 | 29.5 | 28.7 | 25.9 | 22.9 | 27.3 |
საშუალო დაბალი °C | 4.6 | 7.7 | 12.1 | 15.8 | 18.7 | 21.3 | 21.9 | 21.7 | 20.6 | 17.2 | 11.1 | 6.1 | 14.9 |
რეკორდულად დაბალი °C | −2.7 | −1.4 | 2.4 | 6.2 | 11.1 | 14.7 | 15.4 | 14.6 | 14.3 | 7.8 | 1.5 | −1.7 | −2.7 |
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) | 11.5 | 43.4 | 81.2 | 154.6 | 174.3 | 221.6 | 231.4 | 186.8 | 157.2 | 122.3 | 34.7 | 17.8 | 1 436,7 |
წვიმიანი დღეები საშუალოდ | 1.1 | 3.3 | 6.1 | 10.3 | 11.8 | 15.4 | 16.1 | 12.9 | 10.2 | 7.3 | 2.4 | 1.0 | 97.9 |
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) | 60 | 54 | 53 | 62 | 69 | 77 | 79 | 79 | 80 | 78 | 74 | 70 | 70 |
წყარო: India Meteorological Department[13][14][15] |
დემოგრაფია
2011 წლის აღწერის მიხედვით, იმპჰალის მუნიციპალური საბჭოს მოსახლეობა 277 196 ადამიანს შეადგენს (135 059 კაცი და 142 137 ქალი). იმპჰალში ყოველ 1 000 კაცზე 1 052 ქალი მოდის. მამაკაცთა 90.8%-მა და ქალთა 86.77%-მა იცის წერა-კითხვა. მოსახლეობის 10.54%, 29 216 ადამიანი (14 997 კაცი და 14 219 ქალი), 6 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება.
იმპჰალის მოსახლეობის უმრავლესობა ინდუიზმის მიმდევარია. მეორე უდიდეს რელიგიურ ჯგუფს სამანაჰის მიმდევრები შეადგენენ. იმპჰალში, კანგლის ფორტში, პახანგბის ცნობილი ტაძარი მდებარეობს. ქრისტიანები მესამე უდიდეს რელიგიურ ჯგუფს შეადგენენ. ისლამის მიმდევრები პანგალები არიან, ბუდიზმს გორხაები მისდევენ, ხოლო მიგრანტების ნაწილი ჯაინიზმის მიმდევარია.
2011 წლის აღწერის მიხედვით, მოსახლეობის 82.80% მანიპურიზე საუბრობს, 3.65% ― ქაბულზე, 2.20% ― ჰინდიზე, 1.39% ― თჰადუზე, 1.31% ― ტანგხულზე, 1.18% ― ნეპალურზე, 1.11% ― ბენგალურზე, 1.1% ― ბჰოჯპურიზე, ხოლო 1% ― კუკიზე.[17]
ტურიზმი
ქალაქში რელიგიური და ისტორიული მნიშვნელობის ძეგლები მდებარეობს. კანგლის სასახლე (ასევე ცნობილი როგორც კანგლის ფორტი) მდინარე იმპჰალის სანაპიროებზე მდებარეობს. მანიპურის ენაზე კანგლა „მშრალ მიწას“ ნიშნავს. ფორტი მეფე პახანგბას სასახლე იყო და კომპლექსში მდებარე მრავალი ტაძრის გამო რელიგიური მნიშვნელობა ჰქონდა.[18]
- კანგლა შას დრაკონები კანგლის ფორტში
- ბამბუკის ქოხები კანგლის ფორტში
- კანგლის ფორტის კომპლექსი
- კანგლის ფორტის ნანგრევები
- კანგლის მუზეუმი
- ბიჰუ-ლოუკონის ხედი
- იმპჰალის სამხედრო სასაფლაო
- ქალების ბაზარი (Ima Keithel)
იხილეთ არეთვე
- ლოკტაკი
რესურსები ინტერნეტში
- Imphal West (archived 27 September 2011)
- Imphal East

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.