From Wikipedia, the free encyclopedia
ილია ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (დ. 1790, თბილისი — გ. 1854, მოსკოვი) — მეფე გიორგი XII-ის ძე. 1808 დედასთან, დედოფალ მარიამთან ერთად ადმინისტრაციული წესით რუსეთში გადაასახლეს. სწავლობდა პაჟთა კორპუსში. 1812-1823 წლებში მსახურობდა რუსეთის არმიაში. მონაწილეობდა 1812 წლის ომში ნაპოლეონის არმიის წინააღმდეგ. 1823 წელს პოლკოვნიკის წოდებით გადადგა სამხედრო სამსახურიდან. დასახლდა მოსკოვში.
1843 წლის 18 ივნისს, საქართველოს სამეფო ოჯახის წევრებს (ფარნაოზი ერეკლეს ძე; გიორგის ძეები: თეიმურაზი, მიხეილი, ილია, ოქროპირი, ერეკლე; იულონის ძეები: ლუარსაბი და დიმიტრი; იოანეს შვილიშვილი - იოანე; ბაგრატ გიორგის ძის შვილები: დავითი და ალექსანდრე; კონსტანტინე დავითის ძე; იმერეთის მეფის გიორგი ალექსანდრეს ძის შვილები: ალექსანდრე და დიმიტრი), რუსეთის იმპერატორის ბრძანებით „უვადო“ პენსიაზე დაემატათ „შთამომავლობითი“ პენსიაც[1].
აქ 1844 ფრანგულიდან ქართულად თარგმნა ინგლისელი ფილოსოფოსის ს. კლარკის (1675-1729) მიმოწერა გერმანელ ფილოსოფოს გ. ლაიბნიცთან (1646-1716): „ბაასი ორთა უჩინებულესთა ფილოსოფთა ევროპიისათა კლარკ და ლეიბნიცისა“.
ილია ბატონიშვილი დაქორწინდა მოსკოვში 1827 წელს, ანასტასია გრიგორიევნა ობოლენსკაიაზე. მას და ანასტასიას ეყოლათ 13 შვილი:
სახელი | სიცოცხლის წლები | ოჯახი |
---|---|---|
ანა გრუზინსკაია | 1828 - 5 ოქტომბერი, 1905 | დაქორწინებული იყო გენერალ დავით ჭავჭავაძეზე (1817-1884), რომლისგანაც ეყოლა შვილები სალომე, მარიამ, ელენე, თამარ, ელისაბედ (ლიდია) (გარდაიცვალა წინანდალზე ლეკების თავდასხმის დროს), გიორგი (გარდაიცვალა ჩვილობაში), ანასტასია, ნინო, ილია და არჩილ (1869-1913) ჭავჭავაძეები |
ბარბარე გრუზინსკაია | 1831 - 18 მარტი, 1884 | დაქორწინებული იყო ილია ორბელიანზე (1818–1853), რომლისგანაც ეყოლა ორი ვაჟი: გიორგი ორბელიანი (1853–1924) და დიმიტრი ორბელიანი (დაიბადა 1853) |
გაიანე გრუზინსკაია | 1832 - 5 ივნისი, 1903 | |
გრიგოლ გრუზინსკი | 15 ნოემბერი, 1833 - 18 სექტემბერი, 1899 | 1864 წელს ცოლად შეირთო ოლგა ფროლოვა (1844-1902), რომლისგანაც ეყოლა 7 ვაჟი: ალექსანდრე გრუზინსკი (1867–1917), ილია გრუზინსკი (1867–1947), პეტრე გრუზინსკი (1868–1922), ანასტასია გრუზინსკაია (1871–1956), ელისაბედ გრუზინსკაია (1873–1901), თამარ გრუზინსკაია (1874–1898) და ნინა გრუზინსკი (1876–1895) |
პეტრე გრუზინსკი | 1833/1836 - 17 სექტემბერი, 1855 | |
ელისაბედ გრუზინსკი | 6 მარტი, 1836 - 1890 | დაქორწინდა 1857 წელს არკადი ბაშმაკოვზე |
დიმიტრი გრუზინსკი | 1839 - 7 იანვარი, 1860 | |
ოლღა გრუზინსკაია (გულბათი) | 1840 - 18 ივლისი, 1913 | |
ვერა გრუზინსკაია | 1842–1861 | დაქორწინდა 1860 წელს ნიკოლოზ სვიატოპოლმისკიზე |
ნიკოლოზ გრუზინსკი | 7 აგვისტო, 1844 - 24 ოქტომბერი, 1916 | დაქორწინდა 1868 წელს მარია მიხაილოვნა კატენინაზე, რომლისგანაც ეყოლა ექვსი შვილი: მარია გრუზინსკაია (1869–1901), ნადეჟდა გრუზინსკაია (1871–1907), ილია გრუზინსკი (1874–1879), ანასტასია გრუზინსკაია (1880–1936), მიხეილ გრუზინსკი (1886–1917) და ოლგა გრუზინსკაია (გარდაიცვალა 1902) |
ალექსანდრა გრუზინსკაია | გარდაიცვალა 24 სექტემბერი, 1909 | |
ეკატერინე გრუზინსკაია | გარდაიცვალა 1888 | |
ნადეჟდა გრუზინსკაია | 1847-1930 | დაქორწინებული იყო მიხეილ ალექსანდროვიჩ პერევიზე |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.