From Wikipedia, the free encyclopedia
ივანე ვასილის ძე გუდოვიჩი (დ. 1741 — გ. 22 იანვარი, 1820, ოლგოპოლი) — გრაფი (1797), რუსეთის იმპერიის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, გენერალ-ფელდმარშალი (1807), საქართველოს მთავარმართებელი 1806–1809 წლებში, მოსკოვის მთავარსარდალი 1809-1812 წლებში.
ივანე გუდოვიჩი | |
---|---|
Ива́н Васи́льевич Гудо́вич | |
დაბადების თარიღი | 1741 |
დაბადების ადგილი | Q21343654? |
გარდაცვალების თარიღი | 22 იანვარი, 1820 |
გარდაცვალების ადგილი | ოლგოპოლი |
კუთვნილება | რუსეთის იმპერია |
ჯარის სახეობა | ჯარი |
სამხედრო სამსახურის წლები | 1759—1812 |
წოდება | გენერალ-ფელდმარშალი (1761) |
მეთაურობდა | 12th Astrakhan Granadier Regiment |
ბრძოლები/ომები | კავკასიის ომები |
ჯილდოები | წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენის კავალერი, წმინდა ვლადიმერის 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენი, ოქროს ხმალი მამაცობისათვის, Order of St. George, 3rd class და Order of St. George, 2nd class |
ივანე გუდოვიჩი ვიკისაწყობში |
1759 წლიდან სამხ. სამსახურში იყო. იყო რუსეთ-ოსმალეთის სამი ომის მონაწილე. რუსეთ-ოსმალეთის 1787–91 წლების ომის დროს ხელმძღვანელობდა ჰაჯიბეის (ახლანდ. ოდესა) აღებას, 1791 წელს იერიშით აიღო ანაპა, რის შემდეგ კავკასიის ხაზის სარდლად დანიშნეს. ამ პოსტზე მას ურთიერთობა ჰქონდა ერეკლე II-თან. აღა-მაჰმად-ხანის ლაშქრობის წინა პერიოდში, მას ერეკლე II-თვის ჯარის უნებართვოდ გამოგზავნის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ უტაქტობით, ერეკლეს შვილიშვილების ცნობით კი — ანგარებით, დასაზვერად გამოგზავნილ ირანის ელჩებს გააგებინა, რომ რუსეთი საქართველოსათვის ჯარის მიშველებას არ აპირებდა. 1800 წელს პავლე I-მა გუდოვიჩი გადააყენა. 1806 წლის 8 თებერვალს ალექსანდრე I-მა გუდოვიჩი ჯარების მთავარსარდლად დანიშნა კავკასიაში. ირანთან ომის დროს დაიპყრო ბაქოს, შაქისა და დარუბანდის სახანოები. 1807 წელს ოსმალები დაამარცხა არფაჩაისთან, მაგრამ ვერ აიღო ახალქალაქი (1807) და ერევანი (1808). 1809 წელის 5 მარტს კავკასიაში გუდოვიჩი ჩაანაცვლეს კავალერიის გენერალ ალექსანდრ ტორმასოვით. 1809–12 წლებში იყო მოსკოვის მთავარსარდალი, სახელმწიფო საბჭოს წევრი, სენატორი. 1812 წლის თებერვალში თანამდებობიდან გადადგა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.