ივანე ახალციხელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ივანე ახალციხელი (გ. 1225), XII-XIII საუკუნეების ქართველი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე; ქართველების მიერ კარის (ყარის) აღების შემდეგ (XIII საუკუნის დასაწყისი) თამარ მეფემ დანიშნა მის მცველად და მონაპირედ, უბოძა კარის მომიჯნავე მხარეები – „კარული ქვეყანა“, ათაბაგობა და ამირთამირობა. თავის ძმასთან – შალვასთან ერთად სარდლობდა მესხთა მოწინავე ლაშქარს ბასიანისა (1203) და გარნისის (1225) ბრძოლებში. დაიღუპა გარნისის ბრძოლაში.