ბასიანის ბრძოლა — საქართველოს სამეფოს ლაშქრის ბრძოლა რუმის სასულთნოსა და მუსლიმური ალიანსის წინააღმდეგ ბასიანში (ახლა თურქეთის ტერიტორია), ქალაქ არზრუმიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 60 კმ-ზე. გაიმართა 1202 წელს. ბრძოლის თარიღი სადავო იყო, მაგრამ ბოლოდროინდელი კვლევა 1203 ან 1204 წლებს ემხრობა. თანამედროვე მუსლიმი მემატიანეს იბნ ბიბის თანახმად, ბრძოლა მოხდა ახ.წ. 598 წელს (1201 წლის 1 ოქტომბერი - 1202 წლის 19 სექტემბერი). თანამედროვე თურქი ისტორიკოსების აზრით, ბრძოლის ადგილად, როგორც წესი, იდენტიფიცირებულია მიცინგერდის (მაზანკერტის) ციხე.
სწრაფი ფაქტები ბასიანის ბრძოლა, თარიღი ...
დახურვა