ივანე აივაზოვსკი
From Wikipedia, the free encyclopedia
ივანე კონსტანტინეს ძე აივაზოვსკი (რუს. Иван Константинович Айвазовский, სომხ. Հովհանէս Այվազովսկի, დ. 29 ივლისი [ ძვ. სტ. 17 ივლისი], 1817, ფეოდოსია — გ. 5 მაისი [ ძვ. სტ. 19 აპრილი], 1900, იქვე) — რუსი პეიზაჟისტ-მარინისტი. წარმოშობით სომეხი. 1833-1837 წლებში სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. იყო მ. ვორობიოვისა და ფ. ტანერის მოწაფე. 1845 წლიდან — აკადემიკოსი, 1847 წლიდან პროფესორი, 1887-იდან სამხატვრო აკადემიის საპატიო წევრი. ევროპის რამდენიმე აკადემიის წევრი.
ივანე აივაზოვსკი | |
---|---|
დაიბადა | 17 (29) ივლისი, 1817[1] |
დაბადების ადგილი | ფეოდოსია[2] [1] [3] |
გარდაიცვალა | 19 აპრილი (2 მაისი), 1900[4] [5] [6] [7] [1] (82 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ფეოდოსია[2] [1] [3] |
ჟანრი | მარინა[1] , პეიზაჟი[3] , ბატალური ჟანრი, ფიგურა[3] , საჟანრო ფერწერა[3] , ისტორიული ფერწერა[3] , პორტრეტი[3] , რელიგიური ფერწერა[3] , მითოლოგიური ფერწერა[3] და რომანტიზმი |
1845-იდან ცხოვრობდა ფეოდოსიაში. უკვე 1840-იდან საქვეყნოდ მოიხვეჭა სახელი თავისი ნამუშევრებით, რომლებშიც გადმოცემულია ზღვის სტიქიონის სიდიადე, ზღვასთან მებრძოლი ადამიანების სიმამაცე. მისი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია:„ჩესმენის ბრძოლა“, „ნავარინის ბრძოლა“ (ორივე — 1848, ფეოდოსიის სამხატვრო გალერეა), „მეცხრე ტალღა“ (1850, სანქტ-პეტერბურგი, რუსული მუზეუმი), „შავი ზღვა“ (1881, მოსკოვი, ტრეტიაკოვის გალერეა). აივაზოვსკის ორი ნამუშევარი „ნიკოლოზ I-ის ჩასვლა გელენჯიკში“ და „ოსმალთა ფელუკის დატყვევება“ დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.