From Wikipedia, the free encyclopedia
იესეს ხე აღნიშნავს ძველი აღთქმის პირველმღვდელმთავართა, წინასწარმეტყველთა და წმინდანთა წარმომავლობას იესესგან და მისი ძე დავით წინასწარმეტყველისგან მესიამდე - იესო ქრისტემდე.
იესეს ხე პირველად მოხსენებულია ძველ აღთქმაში, წინასწარმეტყველ ესაიას წიგნში[1]:
”და გამოვიდეს კუერთხი ძირისაგან იესესსა და ყუავილი ძირისაგან აღმოჴდეს. და განისვენოს მის ზედა სულმან ღმრთისამან” (ეს. 11:1).
ახალ აღთქმაში იესო ქრისტეს წარმომავლობას აღწერენ წმ. მათე და წმ. ლუკა მახარებლები. ლუკას სახარებაში მოცემულია იესო ქრისტეს გენეალოგია ადამიდან (ლუკ. 3:22) [2]. მათე მახარებელი თავის სახარებაში იესო ქრისტეს წარმომავლობას აღწერს აბრაამიდან [3]:
”წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი” (მათ.1:1).
იესეს ხე ქრისტიანულ ხელოვნებაში მრავალფეროვნად არის დამუშავებული და წარმოდგენილია როგორც იკონოგრაფიაში, ისე საეკლესიო ფრესკებზე, მოზაიკებზე და ბარელიეფებზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.