From Wikipedia, the free encyclopedia
იერუსალიმის ალყა — პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის ერთ-ერთი უკანასკნელი მოქმედება. მიმდინარეობდა 1099 წლის 7 ივნისიდან 15 ივლისამდე, ჯვაროსნებსა და ფატიმიანებს შორის. იერუსალიმის აღებით ასრულდა რომის პაპის მოწოდება[10] — ქრისტეს საფლავი გათავისუფლებული იქნა მუსლიმებისგან.
იერუსალიმის ალყა | |||
---|---|---|---|
პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის ნაწილი | |||
იერუსალიმის აღება. XIII საუკუნის მინიატურა. | |||
თარიღი | 7 ივნისი-15 ივლისი, 1099 | ||
მდებარეობა | იერუსალიმი | ||
შედეგი |
ჯვაროსნების გადამწყვეტი გამარჯვება.[1]
| ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
იერუსალიმის ალყა ვიკისაწყობში |
ანტიოქიის აღების შემდეგ პაპის ლეგატი ადემარ დე მონტილი გარდაიცვალა. ბოემონდ I-მა ანტიოქია მის სამფლობელოდ გამოაცხადა, ბალდუინ ბულონელი ედესაში დარჩა. რაიმუნდ IV ამით უკმაყოფილო იყო და სურდა გზის გაგრძელება, ამიტომაც 1098 წლის მიწურულს გაემართა სამხრეთით და ალყა შემოარტყა მაარს. იმავე წლის ბოლოს რაინდების და ქვეითების მცირე რაოდენობა გაემართა იერუსალიმისკენ. საბოლოოდ 1099 წლის 13 იანვარს დაიწყო სვლა იერუსალიმისკენ, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გაყოლებით. მათ მეთაურობდნენ რობერტ II ნორმანდიელი და ტანკრედ გალილეელი.
გზაში ჯვაროსნებმა ალყა შემოარტყეს არქას, მაგრამ აღება ვერ შეძლეს და 13 მაისს გზა გააგრძელეს. იერუსალიმის მმართველმა იფთიკარ ად-დავლამ, იცოდა მათი მიზანი და ჯვაროსნებს მშვიდობა შესთავაზა იმ პირობით, რომ ისინი არ გააგრძელებდნენ გზას იერუსალიმისკენ. მაგრამ ეს შეთავაზება იგნორირებული იქნა. აქედან გამომდინარე მან იერუსალიმის ყველა ქრისტიანი მოსახლე ქალაქიდან გააძევა.[11] ამის შემდეგ ჯვაროსნებს არავითარი წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ იერუსალიმის მიმართულებით მსვლელობისას.
7 ივნისს ჯვაროსნებმა იერუსალიმს მიაღწიეს, რომელიც სულ ერთი წლის დაპყრობილი იყო ფატიმიანთა მიერ. ბევრი ჯვაროსანი ატირდა იმ ქალაქის დანახვით, რომლისთვისაც ამხელა გზა გაიარეს.[12] მათ, როგორც ანტიოქიის ალყისას, აქაც ააგეს ხის კოშკები, რათა ადვილად გადასულიყვნენ ქალაქში. ჯვაროსნებს საკვები და წყალი ცოტა ჰქონდათ, ამიტომ მოსალოდნელი იყო ალყის სწრაფად დამთავრება. ქალაქი კარგად იყო ალყისთვის მომზადებული, თანაც ქალაქიდან გაძევებული იყო ქრისტიანი მოსახლეობა და ჯვაროსნებისთვის შიგნიდან დახმარების არანაირი იმედი არ არსებობდა. მათი მთლიანი არმია დაახლოებით 12 000 კაცს შეადგენდა. ამ დროს, ლაშქრობის ერთ-ერთი მეთაური — პაპის ლეგატი გარდაცვლილი იყო. ჯვაროსნები ქალაქის გარშემო გაიფანტნენ და სხვადასხვა მხრიდან შემოარტყეს ალყა. ენთუზიაზმის და მორალის გაზრდის მიზნით ჯვაროსანმა რაინდებმა მოინახულეს ზეთისხილის მთა, გეთსიმანიის ბაღი და ქრისტიანებისთვის წმინდა სხვა ადგილები. ჟოფრუა, რობერტ ფლანდრიელი და რობერტ ნორმანდიელი ჩრდილოეთის და დასავლეთის მხრიდან მოექცნენ ქალაქს, ხოლო რაიმუნდი დასავლეთიდან სამხრეთისკენ, ასევე სიონის მთიდან.
13 ივნისის შეტევა მარცხით დამთავრდა. მოიმატა წყურვილისა და შიმშილისაგან გამოწვეულმა პრობლემებმა. ამ დროს ორი გენუის გემი[13] შევიდა იაფის პორტში. ჯვაროსნებმა ააგეს საალყო მანქანები და მოემზადნენ საბოლოო შეტევისთვის, რადგან შეიტყვეს იერუსალიმისკენ მომავალი ფატიმიანთა არმიის შესახებ და საკვებიც მალე ამოიწურებოდა.
ჯვაროსანთა მთავარ საჭიროებას წარმოადგენდა საალყო კოშკების ნაკლებობა, იერუსალიმის შემოგარენიც მთლიანად გაჩეხილი იყო, ამიტომაც საჭირო გახდა 400 ერთეული ხის სამარიიდან ჩამოტანა. ამ მასალის საშუალებით აშენდა 50 ფუტის სიმაღლის ორი კოშკი და სხვადასხვა საალყო მანქანა (ტრებუშეები, კატაპულტები და სხვ.). გილერმო ემბრიაკოს მეთაურობით იაფაში ჩასული გემებიც დაშალეს და ახალი მანქანები ააგეს.[14]
ჯვაროსნებმა შეტევა 14 ივლისის ღამეს დაიწყეს. პირველი კოშკი ქალაქს სამხრთიდან მიადგა, ხოლო მეორე ჩრდილო-დასავლეთიდან. მუსლიმებმა იციდნენ, რომ თუ ერთი კოშკი მაინც მიაღწევდა კედლებამდე, ქალაქი დაეცემოდა. პირველ კოშკს ესროლეს ცეცხლოვანი ისრები და ზეთის ქოთნები, სანამ იგი ბოლომდე არ დაიწვა. ერთადერთ დარჩენილ კოშკს და მასში მჯდომ ჯარისკაცებს მეთაურობდა ჰერცოგი გოტფრიდი. გოტფრიდის კოშკი ორი საათის შემდეგ მიადგა ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში მდებარე კედლის სუსტ ადგილს. გესტას გადმოცემით ქალაქში პირველები შეიჭრნენ ფლანდრიელი ძმები ქალაქ ტურნედან, სახელად ლეთალდი და ენგელბერტი. მათ მიჰყვა გოტფრიდი, მისი ძმა ევსტასი, ტანკრედი და მათი ჯარისკაცები. მალე ქალაქში რაიმონდის არმიაც შევიდა.
იერუსალიმის აღების შემდეგ, გოტფრიდმა უარყო მეფის წოდება და მიიღო „ქრისტეს საფლავის მცველი“-ს (ლათ. Advocatus Sancti Sepulchri) ტიტული.
„ქალაქში, სადაც მაცხოვარი იესო ქრისტე ეკლიან გვირგვინს ატარებდა, მე სამეფო გვირგვინს ვერ დავიდგამ.“ |
რაიმონს გადასცეს დავითის კოშკი. 1 აგვისტოს აირჩიეს იერუსალიმის პირველი ლათინი პატრიარქი. 5 აგვისტოს აღმოჩენილი იქნა „სიცოცხლის ძელი“ ანუ ჯვარი, რომელზეც ქრისტე აწამეს. 12 აგვისტოს გოტფრიდმა ასკალონის ბრძოლაში დაამარცხა ფატიმიანები, რითაც საბოლოოდ იქნა აცილებული იერუსალიმის დაკარგვა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.