![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/cd/Yaxchilan_Structure_33.jpg/640px-Yaxchilan_Structure_33.jpg&w=640&q=50)
იაშჩილანი
From Wikipedia, the free encyclopedia
იაშჩილანი – მაიას ცივილიზაციის უძველესი ქალაქი თანამედროვე მექსიკაში. მდებარეობს ჩიაპასის შტატში, მდინარე უსუმაკინტას ხეობაში. გვიან კლასიკურ პერიოდში, იაშჩილანი იყო ყველაზე უძლეველი ქალაქი უსუმაკინტას გასწვრივ, თავის მთავარ მეტოქე ქალაქ პიედრა-ნეგრასთან ერთად.[1]
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/cd/Yaxchilan_Structure_33.jpg/320px-Yaxchilan_Structure_33.jpg)
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/49/Yaxchilan_1.jpg/640px-Yaxchilan_1.jpg)
იაშჩილანის დაქვემდებარებაში შედიოდა სხვა მრავალი პატარა ქალაქი. დღეისათვის იაშჩილანი ცნობილია უცნაური ნაგებობებითა და პირამიდებით, რომლებზეც ამოტვიფრული იეროგლიფებიც ქალაქის მმართველი დინასტიის შესახებ მოგვითხრობს.
იაშჩილანის შესახებ პირველად ინფორმაცია 1833 წელს ჩნდება. დადგენილია, რომ ქალაქის ძველი სახელი იყო "პა-ჩანი", ხოლო "იაშჩილანი" არქეოლოგმა ტეობერ მალესმა უწოდა.