From Wikipedia, the free encyclopedia
იავური მარტორქა (ლათ. Rhinoceros sondaicus) — ერთ-ერთი უიშვიათესი მარტორქისებრთა ოჯახის ხუთი, დღემდე შემორჩენილი სახეობიდან. მიეკუთვნება იმავე გვარს, რასაც ინდური მარტორქა. მისი საშუალო სიგრძეა 3,1-3,2 მეტრი, ხოლო სიმაღლე 1,4-1,7 მეტრი. რქების სიგრძე დაახლოებით 25 სმ-ია. რქები აქვთ მხოლოდ ზრდასრულ მამალ ინდივიდებს, დედლებს რქები საერთოდ არ აქვთ. დიდი ზომის ძუძუმწოვრებში ყველაზე იშვიათია.[3]
იავური მარტორქა | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Rhinoceros sondaicus (Desmarest, 1822)[1] | |||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი IUCN 3.1 Critically Endangered : 19495 | |||||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||||
გავრცელების არეალი[2] | |||||||||||||||||
|
ერთ დროს ეს მარტორქა გავრცელებული იყო მთელ სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, სუმატრაზე და იავაზე. ახლა კი ცნობილია მხოლოდ ერთი პოპულაცია უჯუნგ-კულონის ეროვნულ პარკში, რომლის შემადგენელ ინდივიდთა საერთო რაოდენობა 60-მდეა. მეორე პოპულაცია ვიეტნამში განადგურდა 2011 წელს. მისი გადაშენების კრიტიკულ საფრთხემდე მიყვანა გამოიწვია ბრაკონიერთა უზომო ნადირობამ, ძირითადად მისი რქის გამო (1 კგ-ის ფასი შავ ბაზარზე $30 000-ია).[3] მას შემდეგ, რაც ევროპელთა რაოდენობა გაიზარდა იავური მარტორქის გავრცელების რაიონებში, გაიზარდა მასზე სანადავლო ნადირობა. ჰაბიტატის დაკარგვამ, განსაკუთრებით კი ვიეტნამის ომის დროს, ხელი შეუწყო როგორც რაოდენობრივ შემცირებას, ისე ხელახლა აღდგენის შენელებას.[4] შემორჩენილი ინდივიდები მაინც საფრთხის ქვეშ იმყოფებიან მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული დაცვის ქვეშ იმყოფებიან, რადგან არსებობს ბრაკონიერობის, დაავადებების და სხვ. რისკები.
იავური მარტორქა ველურ ბუნებაში დაახლოებით 30-45 წელს ცოცხლობს. იგი ბინადრობს ბარის წვიმიან ტყეებში. იავური მარტორქები მარტოხელა ცხოვრებას ეწევიან, გარდა შეჯვარების სეზონისა და ახალშობილის აღზრდის დროს. ადამიანს თავს მხოლოდ მაშინ ესხმიან, როდესაც საფრთხეს გრძნობენ. 2011 წელს ფოტოხაფანგით დააფიქსირეს დედალი, მამალი და ახალშობილი მარტორქა, რაც იმას მოწმობს, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია ამ სახეობის გადარჩენა. მოგვიანებით ფოტოზე აღბეჭდეს კიდევ 35 ინდივიდი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.