From Wikipedia, the free encyclopedia
თენგიზ (ჩუბჩიკა) რევაზის ძე მირზაშვილი (დ. 10 თებერვალი, 1934, მესტია — გ. 1 იანვარი, 2008, თბილისი) — ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრის მხატვარი. საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი (1967).
თენგიზ რევაზის ძე მირზაშვილი | |
---|---|
თენგიზ მირზაშვილის ფოტო | |
დაბადების თარიღი |
10 თებერვალი, 1934, მესტია |
გარდაცვალების თარიღი |
1 იანვარი, 2008 თბილისი |
დაკრძალულია | დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
განათლება | უმაღლესი |
პროფესია | მხატვარი |
მეუღლე(ები) | მანანა თავაძე |
შვილ(ებ)ი | გიორგი მირზაშვილი, ნატო მირზაშვილი |
მშობლები |
მამა: რევაზ მირზაშვილი დედა: სოფიო მირზაშვილი |
ჯილდოები | საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება (1967); სახელმწიფო პრემია (2004) |
თენგიზ მირზაშვილი დაიბადა 1934 წლის 10 თებერვალს, ზემო სვანეთში, დაბა მესტიაში. 1941 წელს შევიდა თბილისის მე-7 საშუალო სკოლაში (ახლანდელი გერმანიის საელჩოს შენობა). 1952 წელს ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე,მესამე კურსიდან თეატრის დეკორაციის ფაკულტეტზე 1959 წელს დაამთავრა აკადემია. ასწავლიდა ხატვის კათედრაზე. 1961 წელს ჩააბარა ასპირანტურაში. 1961 წლიდან - სამხატვრო აკადემიის პედაგოგია. 1972-2004 წლებში მუშაობდა ბავშვთა სურათების გალერეაში. ითვლება გალერეის ერთ-ერთ ფუძემდებლად. 1977 წელს ანდრეი ტარკოვსკიმ მიიწვია „ჰამლეტის“ გასაფორმებლად.
თენგიზ მირზაშვილი არის 150-მდე წიგნის ილუსტრაციის ავტორი. მათ შორის: ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, გიორგი ლეონიძის, რევაზ ინანიშვილის, ეთერ თათარაიძის, გიორგი ცოცანიძის, მიხო მოსულიშვილის, ხალხური პოეზიისა თუ ზღაპრების კრებული.
მისი აქტიური მონაწილეობით მომზადდა და დაიბეჭდა ,,გალაკტიონოლოგიის” სამი წიგნი, წიგნი ფიროსმანზე ორ ტომად. არის ეთერ თათარაიძის წიგნის "ჩამომიარ საწუთროში" რედაქტორი, წიგნის ,,შენდობით მომიხსენიეთ”, რედაქტორი და მხატვარი; სპეციალური ერთჯერადი გაზეთების „რეზო ინანიშვილი“, „მერაბ მამარდაშვილი“ „სვეტიცხოველი“(1994)რედაქტორი და მხატვარი;მირზაშვილი, გიორგი. რეკლამის შემდეგ. (2003) შემდგენელი და რედაქტორი; მირზაშვილი, გიორგი.„ფრაგმენტები სურათისათვის“ (2003) შემდგენელი და რედაქტორი და სხვ.1947 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თანამშრომლობდა ჟურნალ- გაზეთების რედაქციებში ილუსტრატორად. აქვეყნებდა წერილებსა და პუბლიკაციებს ნიკო ფიროსმანზე, „ვეფხისტყაოსანზე“, კულტურის სხვადასხვა ძეგლზე.
თენგიზ მირზაშვილი იყო მხატვარი ფილმებისა:
სცენარის ავტორი და მხატვარია დოკუმენტური ფილმისა: ვანო მელიაშვილი (2000); გადაღებულია ფილმში: „არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ“, სცენარის ავტორი: გუგული მგელაძე, ლევან ჭელიძე; რეჟისორი: გუგული მგელაძე; მხატვარი დიმიტრი თაყაიშვილი
მხატვრის სურათების გამოფენა მოეწყო: რუსეთში, (მოსკოვში; 1957, 1958, 1966, 1967, 1968, 1979, 1986 და სხვ.), გერმანიაში (1985), კანადაში (1987) ავსტრიაში (1988), გერმანიაში (1989), აშშ-ში (1990), საფრანგეთში (1997, 1998), მრავალი გამოფენა თბილისში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.