საფეხბურთო კლუბი ქალაქ თელავიდან From Wikipedia, the free encyclopedia
საფეხბურთო კლუბი თელავი — ქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ თელავიდან. ჩამოყალიბდა 2016 წელს. ასპარეზობდა ეროვნული ლიგა 2-ის პირველობაზე.[1][2][3] 2020 წლიდან კლუბმა ეროვნულ ლიგაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.[4][5][6]
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი „თელავი“ | ||
---|---|---|---|
დაარსდა | 19 ივლისი, 2016 | ||
სტადიონი |
გივი ჩოხელის სტადიონი თელავი, საქართველო (ტევადობა: 12 000) | ||
მწვრთნელი | გიორგი მიქაძე | ||
ლიგა | ეროვნული ლიგა | ||
2023 | მე-8, ეროვნული ლიგა | ||
საიტი | ოფიციალური საიტი | ||
|
საფეხბურთო კლუბი „თელავი“ 2016 წლის 19 ივლისს დაარსდა. გუნდი ახლო წარსულში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა — ალექსანდრე ამისულაშვილმა, სოსო გრიშიკაშვილმა და ირაკლი ვაშაკიძემ დააფუძნეს.
ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა „თელავმა“ ასპარეზობა რეგიონული ლიგიდან დაიწყო. სეზონის წარმატებით დასრულების შემდეგ გუნდმა ლიგა 3-ში გადაინაცვლა. კლუბმა აქაც აღმავლობით იასპარეზა და ლიგა 2-ის საგზური გაინაღდა. თელაველებმა ლიგა 2-ის პირველობაზეც წარმატებით განაგრძეს გამოსვლები და თავისი დამაჯერებელი და სტაბილური თამაშით გულშემატკივართა მხრიდან კიდევ უფრო მეტი აღიარება დაიმსახურეს. ეროვნული ლიგა 2-ის მეოთხე წრის სიმბოლურ ნაკრებში საფეხბურთო კლუბ „თელავის“ ორი ფეხბურთელი — გუნდის კაპიტანი ანტონ თოლორდავა და შემტევი ირაკლი რუხაძე დასახელდა.
გუნდის გულშემატკივართა მხარდაჭერამ, კლუბის სპონსორების, კლუბის ხელმძღვანელობის, სამწვრთნელო შტაბის, კლუბში მომუშავე პერსონალისა და გუნდის ფეხბურთელების ერთობლივმა ძალისხმევამ, სამაგალითო სპორტულმა სულისკვეთებამ და გამარჯვებისაკენ დაუოკებელმა სწრაფვამ კანონზომიერი შედეგი გამოიღო და დაარსებიდან მეოთხე წელს საფეხბურთო კლუბი „თელავი“ ქვეყნის უძლიერესთა ლიგაში აღზევდა.
2019 წლის 5 დეკემბერს, ეროვნულ ლიგაში გადასასვლელი პლეი-ოფის პირველ მატჩში „თელავმა“ საფეხბურთო კლუბ „რუსთავს“ გივი ჩოხელის სტადიონზე უმასპინძლა და მიხეილ ბაშელეიშვილის მიერ 54-ე წუთზე გატანილი გოლით — 1–0 დაამარცხა.
2019 წლის 11 დეკემბერს, ეროვნულ ლიგაში გადასასვლელი პლეი-ოფის მეორე მატჩში თელაველებმა ფირუზ მარაქველიძისა და თორნიკე ძოწენიძის გოლებით „რუსთავი“ ანგარიშით — 2–1 დაამარცხეს და ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვეს.
კლუბმა ეროვნული ლიგის სადებიუტო სეზონში მნიშვნელოვნად განაახლა თავისი შემადგენლობა. გუნდს შეუერთდნენ 23 წლის მეკარე ოთო გოშაძე ბოლნისის „სიონიდან“, 31 წლის მაკედონიელი მცველი ვლადიმერ დიმიტროვსკი „რაბოტნიჩკიდან“, 22 წლის სომეხი ნახევარმცველი ჰოვანეს პოღოსიანი „პიუნიკიდან“, 25 წლის უკრაინელი ნახევარმცველი ვლადისლავ კრაევი „დინამო-აუტოდან“, 27 წლის ნიგერიელი მცველი რაფაელ ჩუკურა ქუთაისის „ტორპედოდან“, 25 წლის ნახევარმცველი ცოტნე მოსიაშვილი — ასევე ქუთაისის „ტორპედოდან“, 25 წლის ნახევარმცველი გურამ სამუშია „სამტრედიადან“, 21 წლის თავდამსხმელი ლაშა კოხრეიძე და 23 წლის ფლანგის მცველი გრიგოლ ჩაბრაძე — ორივე „საბურთალოდან“.[7]
„თელავმა“ 2020 წლის ეროვნული ლიგის გათამაშებაში სულ 18 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან 4 მოიგო, 12 ფრედ დაამთავრა, 2 დათმო და 24 ქულით მე-6 ადგილი დაიკავა.
სეზ. | ლიგა | პოზ. | თ | მ | ფ | წ | გბ | მბ | ქ | თასი | ევროპა | შენიშვნა | მწვრთნელი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
2017 | ლიგა 3 | 2 | 36 | 22 | 8 | 6 | 86 | 33 | 74 | მესამე რაუნდი | აღზევდა | გიორგი დეკანოსიძე | |
2018 | ეროვნული ლიგა 2 | 5 | 36 | 12 | 12 | 12 | 45 | 43 | 48 | ნახევარფინალი | დენის ხომუტოვი | ||
2019 | ეროვნული ლიგა 2 | 3 | 36 | 19 | 6 | 11 | 70 | 36 | 63 | მეოთხე რაუნდი | აღზევდა | რევაზ გოცირიძე | |
2020 | ეროვნული ლიგა | 6 | 18 | 4 | 12 | 2 | 21 | 14 | 24 | მეოთხედფინალი | რევაზ გოცირიძე |
რევაზ გოცირიძე (მთ. მწვრთნელი), ზურაბ მენთეშაშვილი, ბესიკ აბულაძე, გოჩა ჯაშიაშვილი, იოსებ ასაბაშვილი, იონა ხარშილაძე, ბექა ამისულაშვილი, მუხრან ქარჩავა.[8] |
ბოგდან ბეზკროვნი, ოთარ გოშაძე. |
თორნიკე ძოწენიძე, ანტონ თოლორდავა, ფირუზ მარაქველიძე, ილია ბერიაშვილი, მირიან ჯიქია, სანდრო მელიქიშვილი, რატი კაკიაშვილი, ვაკო ბაჩიაშვილი. |
ბექა ვარშანიძე, მიხეილ ბაშელეიშვილი, ლაშა კუკუჯანაშვილი, ირაკლი რუხაძე, დმიტრო პუდი, გიორგი ხარებაშვილი, ალექსანდრე კოშკაძე, ვასილ გოგოლიძე, ნიკოლოზ მემარნე. |
გიორგი ერისთავი, იაროსლავ კვასოვი, გიორგი კანდელაკი. |
|
|
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
|
|
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
|
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.