From Wikipedia, the free encyclopedia
თეთრი არყი,[1] შებუსვილი არყი[2] (ლათ. Betula pubescens) — მცენარე არყისებრთა ოჯახისა. 15–18 მეტრამდე სიმაღლის ხეა, მეტწილად გამრუდებული ტანით, უმეტესად – მრავალღეროიანი. აქვს მოთეთრო, ხშირად ოდნავ მოვარდისფრო ქერქი. ოდნავ შებუსვილი ერთწლიანი ყლორტები და ფოთლები. კვერცხის ფორმისაა, მახვილწვერიანი ან ოდნავ წაწვეტებული, კიდეზე არანათლად გამოხატული ორმაგხერხკბილა ფოთლის ფირფიტა. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს ივნის-აგვისტოში. გავრცელებულია კავკასიასა და მცირე აზიაში. გვხვდება თითქმის მთელ საქართველოში,[3] აქ ყველაზე გავრცელებული არყია.[4] იზრდება ტყის ზედა და სუბალპურ სარტყლებში, ზოგან კლდოვან და ქვიან ფერდობებზე. ტყის ზედა საზღვრის გაყოლებით ქმნის სუბალპურ ტანბრეცილ ტყეს დეკას ქვეტყით ან მდიდარი ბალახოვანი საფრით.[3]
თეთრი არყი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Betula pubescens Ehrh., 1789 | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 194521 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
საქართველოში გავრცელებულია მისი ვარიაცია (Betula pubescens var. litwinowii) — ლიტვინოვის არყი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.