თებე (თანამგზავრი)
From Wikipedia, the free encyclopedia
თებე, S/1979 J 2 (ძვ. ბერძნ. Θήβη; სიმბოლო: ) — პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი. პლანეტიდან სიშორით მეოთხე. აღმოაჩინა სტივენ სინოტმა 1979 წლის 5 მარტს გადაღებული კოსმოსის სატესტო ფოტოებში[1]. მოგვიანებით ის კიდევ უფრო ადრე, 1979 წლის 27 თებერვლით დათარიღებულ ფოტოებზე აღმოაჩინეს. 1983 წელს თანამგზავრს ოფიციალურად დაერქვა მითოლოგიური ნიმფა თებეს სახელი, რომელიც იყო მდინარე მეფის ასოპოსის ქალიშვილი და ზევსის (იუპიტერის ბერძნული ეკვივალენტი) სატრფო[2].
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თებე. |