გალაქტიკა, რომელიც გრავიტაციული მიჯაჭვულობის გამო, სხვა უფრო დიდი გალაქტიკის გარშემო ბრუნავს From Wikipedia, the free encyclopedia
თანამგზავრი გალაქტიკა — გალაქტიკა, რომელიც გრავიტაციული მიჯაჭვულობის გამო, სხვა უფრო დიდი გალაქტიკის გარშემო ბრუნავს.[1] მიუხედავად იმისა, რომ გალაქტიკა სხვა მრავალი ისეთი ობიექტისაგან შედგება (ვარსკვლავები, პლანეტები, ნისლეულები), რომლებიც ერთნამეთთან დაკავშირებულნი არ არიან, მას გააჩნია მასის ცენტრი, რომელიც თითეოეული შემადგენელი ობიექტის პოზიციის საშუალო შეწონილს წარმოადგენს. ეს იგივეა, როდესაც ყოველ ობიექტს გააჩნია მასის ცენტრი, რომელიც ყველა მისი შემადგენელი ატომების მდებარეობისთვის საშუალო შეწონილია.[1] თანამგზავრ გალაქტიკებშიც კი, ვარსკვლავები გალაქტიკის ცენტრის გარშემო ბრუნავენ.[2]
გალაქტიკის წყვილში, რომელშიც ერთი მნიშნველოვნად დიდია მეორეზე, დიდი მიიჩნევა „ძირითადად“, პატარა კი თანამგზავრად.[1] თუ ორი გალაქტიკა დაახლოებით ერთნაირი ზომისაა, მათ ბინარული სისტემა ეწოდება.
გალაქტიკები, რომლებიც ერთმანეთზე გარკვეული მიმართულებით ზემოქმედებენ, შესაძლოა შეეჯახონ, შეერწყან, ერთმანეთი გადაკვეთონ, ერთმანეთს გადასცენ გარკვეული წევრი ობიექტები. ასეთი სიტუაციაში, ძნელია განისაზღვროს სად მთავრდება ერთი გალაქტიკა და სად იწყება მეორე. გალაქტიკებს შორის შეჯახება აუცილებლად არ ნიშნავს მიათი წევრი ობიექტების შეჯახებასაც იქიდან გამომდინარე, რომ გალაქტიკათა დიდი ცარიელ სივრცეს უჭირავს. თუმცა, ახლომდებარე მატერიის ღრუბლების გრავიტაციულ ძალებს შეუძლიათ ერთმანეთი გაამრუდონ, ანდა ერთი გალაქტიკიდან მასის გარკვეული ნაწილი ამოგლიჯონ და მეორეში გადაიტანონ.
ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომის უდიდესი თანამგზავრი გალაქტიკაა მაგელანის დიდი ღრუბელი.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.