![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/cb/Tat-language-area.png/640px-Tat-language-area.png&w=640&q=50)
თათური ენა
From Wikipedia, the free encyclopedia
თათური ენა — თათების ენა, განეკუთვნება ირანულ ენათა სამხრეთ-დასავლეთ ჯგუფს. უახლოვდება სპარსულ და ტაჯიკურ ენებს. გავრცელებულია აზერბაიჯანსა და დაღესტანში. თათურ ენაზე ლაპარაკობს დაახლოებით 28 ათ. ადამიანი. თათური ენის ფონეტიკური სისტემა ხასიათდება როტაციზმით, დამავალი დიფთონგებით, სინჰარმონიზმით.[2] სახელის მორფოლოგია ძირითადად ირანულ ტიპს მისდევს, გავრცელებულია ზმნათა წარმოება ინფინიტივიდან. ლექსიკა ძირითადად ირანულია.[2] აქვს 2 დიალექტი — მუსლიმანთა (აზერბაიჯანში) და იუდაისტებისა (დაღესტანში); ამ უკანასკნელს აქვს დამწერლობა.[2] აზერბაიჯანში თათურ ენაზე ლაპარაკობს 18 ათასი, ხოლო რუსეთში 2,300 ადამიანი.[3] საფრთხეში მყოფი ენაა,[4][5]; შეტანილია საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიოს ენების იუნესკოს ატლასში.[6]
სწრაფი ფაქტები
თათური ენა зуун тати, zuhun tati, zuban tati, Апшероне farsi-ზე, parsi[1] | |
გავრცელებულია | ![]() ![]() |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 28 ათასი |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდოევროპული ენები |
დამწერლობის სისტემა | კირილიცა ლათინური |
რუკა | |
![]()
|
დახურვა